09 ნოემბერი, 2015
მანდარინის კანის იშვიათი ელექსირი - გაახალგაზრდავების მარტივი საშუალება
მანდარინი გაახალგაზრდავების შესანიშნავი საშუალებაა. გაგაჯანსაღებთ, კვებავს კანს. თქვენს კანს მიანიჭებს სასიამოვნო - ჯანსაღ და ვარდისფერ შეფერილობას. ყინვისა და სიცივის დროს დაგიცავთ ტემპერატურის დაცემისგან. კვებავს და ტონუსში მოჰყავს კანი.

რეკომენდირებულია ყოველდღიური მოხმარებისთვის გრილ სეზონზე. ზაფხულის ცხელ დღეებში დაუშვებელია.

მომზადების წესი:

მანდარინის კანი დაბეგვეთ და მოათავსეთ შუშის კონტეინერში, დაასხით მინერალური წყალი, ისე, რომ 2-3 სმ-ით დაფაროს.

ერთი დღით ბნელ და გრილ ადგილას გააჩერეთ.

გაწურეთ, ნარჩენები გადაყარეთ.

შეინახეთ მაცივარში ან საყინულეში.

გამოყენების წესი:

ყოველ დილით სახე ნაყენში დასველებული
ბამბის ტამპონით გაიწმინდეთ სახე ან გაყინული ნაყენის ყინულები წაისვით.

არ ჩამოიბანოთ და დაელოდეთ ვიდრე სახე არ გაშრება.

შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა და სილამაზე.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS