08 ნოემბერი, 2015
გსურთ იდეალურად გამოიყურებოდეთ? - აირჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ზეთი
ზეითუნის ზეთს ქალები ოდითგანვე გასალამაზებლად იყენებდნენ.

ზეითუნის ზეთი მდიდარია A, E, B, D და K ვიტამინებით, რაც კანზე დადეიბათ მოქმედებს. ზეთი აუმჯობესებს კანის სიგლუვეს, კვებავს და ატენიანებს.

ზეთით სახის წმენდის ეფექტურობა იმაში მდგომარეობს, რომ მაქსიმალურად წმენდს სახეს. ვერანაირი კოსმეტიკური საშუალება ვერ გაგწმენდთ სახეს ისე, როგორც ზეთი.

ზეთით წმენდა გაგანთავისუფლებთ აკნესგან, შეგიმცირებთ კანის ცხიმიანობას, სიმშრალის შემთხვევაში კი დაგიტენიანებთ.
სახის ზეთით გასაწმენდად დაგჭირდებათ:

ზეითუნის ზეთი, ცხელი წყალი, სუფთა პირსახოცი და ღრუბელი. 1 ჩაის კოვზი ზეთი გააჩერეთ ვიდრე
სახის კანის ტემპერატურის არ გახდება. შემდეგ გადაინაწილეთ წრიული მოძრაობით. 1-2 წუთის განმავლობაში გაიკეთეთ ნაზი მასაჟები.

აიღეთ პირსახოცი, დაასველეთ ცხელი წყლით. შემდეგ სწრაფად მიიდეთ სახეზე და გაიჩერეთ ვიდრე გაგრილებას არ დაიწყებს. ასე გაიმეორეთ 2-3 ჯერ. სველი ღრუბელით კი მოიშორეთ ზეთი თვალებიდან.
ზეითუნის ზეთს შეგიძლიათ შეაზავოთ შემდეგი ზეთები:

- ჟოჟობას ზეთი (ნებისმიერი ტიპის კანისთვის, განსაკუთრებით თუ აკნესკენ ხართ მიდრეკილი);

- ტკბილი ნუშის ზეთი ( ნებისმიერი ტიპის კანისთვის, განსაკუთრებით ცხიმიანი კანისთვის);

- ყურძნის ზეთი;

- ავოკადოს ზეთი (მშრალი კანისთვის);

- მზესუმზირის ზეთი (ნებისმიერი კანისთვის);

- გარგარის ზეთი (მშრალი და ნორმალური კანისთვის);

აირჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ზეთი და აჩუქეთ თქვენს კანს ხანგრძლივი ახალგაზრდობა!

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS