07 ნოემბერი, 2015
როგორ მოიშოროთ კანის პაპილომა სახლის პირობებში - მეთოდის ეფექტურობა რეკორდს ხსნის
კანის პაპილომა - კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც პაპილომავირუსითაა გამოწვეული. ძირითადად კოსმეტიკურ პრობლემად ითვლება და რეალურად მისი მოშორება არც თუ ისე რთულია. პროცედურის ჩატარება სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი.

ამ პრობლემის მოგვარებაში ნიუ-იორკის პრაქტიკოსი ექიმი დუგ უილენი დაგეხმარებათ. უილენი ვაშლის ძმრის გამოყენებას გირჩევთ.
ბამბა ან სველი პირსახოცი დაასველეთ ვაშლის ძმარში და დღეში სამჯერ პაპილომაზე წაისვით. რამდენიმე დღეში შეამჩნევთ როგორ შეიცვლის პაპილომა ფერს. პროცედურა რამდენიმე კვირას გააგღძელეთ, ვიდრე პაპილომა თავისით არ ჩამოვარდება.

პროცედურის მეტი უსაფრთხოებისთვის, პაპილომას დამუშავებამდე, ძმარი ცოტაოდენ წყალში
გააზავეთ - გირჩევთ ექიმი დუგ უილენი.
პაპილომასთან ბრძოლაში, სხვა ხალხურ საშუალებებთან შედარებით ვაშლის ძმარმა საუკეთესო შედეგი აჩვენა.


ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS