06 ნოემბერი, 2015
სახის გაწმენდის უნიკალური მეთოდები სახლის პირობებში
გთავაზობთ სახის გაწმენდის უნიკალურ მეთოდს, რომელიც სახლშიც უპრობლემოდ შეგიძლიათ გააკეთოთ.
1. ჩვეულებრივ დაიბანეთ სახე;

2. მოამზადეთ ნარევი: აიღეთ 1 სუფრის კოვზი საპარსი ქაფი, დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი სოდა. კარგად აურიეთ.

3. ადუღებულ წყალში ჩაყარეთ გვირილას გამხმარი ყვავილები. ქვაბი სკამზე დადეთ,
გადაიფარეთ პირსახოცი და სახე ორთქლს მიუშვირეთ. საკმარისია 5-7 წუთი.

4. დატენიანდებულ კანზე წაისვით ნარევი, ისე რომ თვალებსა და ტუჩებს არ შეეხოთ. შემდეგ ვანაშ მოუშვით ცხელი წყალი, წყალს შეუშვირეთ კბილის რაც შეიძლება რბილი ჯაგრისი. ახლა ჯაგრისის დახმარებით
რბილად და დინამიურად გაიწმინდეთ სახე. განსაკუთრებით შუბლისა და ცხვირის მიდაომები. საბოლოოდ კი წყლით ჩამოიბანეთ.

5. შეამჩნევთ, რომ შავი წერტილები უბრალოდ გაქრა, კანი კი გლუვი და სუფთაა.

6. ნარევი N 2: თქვენი სახის კანისთვის შესაფერის თიხას დაუმატეთ მირამისტინი ან ქლორგექსიდინი. ნარევი ერთგვაროვან მასად უნდა აქციოთ. წაისვით სუფთა და დატენიანებულ კანზე. მოერიდეთ თვალებისა და ტუჩების მიდამოებს.
გაიჩერეთ 15-20 წუთს.

7. ჩამოიბანეთ სახე, შეიმშრალეთ პირსახოცით, წაისვით კრემი.

პროცედურა დასრულებულია.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS