05 ნოემბერი, 2015
4 რამ რისი გაკეთების შემდეგაც აუცილებლად გაცივდებით
ნოემბერიც დადგა... გაციებისა და ვირუსების სეზონი გახსნილია! მონდომებით იბანთ ხელებს, ერიდებით ადამიანებთან ფიზიკურ კონტაქტს და ზოგჯერ პირბადესაც ატარებთ? ვერაფერი და ვერავინ დაგიცავთ ბაქტერიებისგან თუ 4 ჩვევას თავიდან არ მოიშორებთ.

1. გაკლიათ ძილი

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ადამიანები რომლებსაც მინიმუმ 6 საათი სძინავთ უფრო ადვილად ცივდებიან, ვიდრე ისინი ვინც ძილს 8-9 საათს უთმობენ. შეიძლება თქვენთვის წარმოუდგენელია დროის ისე გადანაწილება, რომ გამოძინება მოასწროთ, მაგრამ თუ რეჟიმს არ გამოიმუშავებთ ავადმყოფობა სამუშაოს უფრო დიდი ხნით ჩამოგაშორებთ.

2. მშიერი დადიხართ

შიმშილი იმუნიტეტს ანადგურებს.
აუცილებლად მიირთვით საუზმე, განსაკუთრებით მაშინ თუ მთელი დღე გადარბენაზე ხართ! მშიერი ადამიანის ორგანიზმი სუსტია და ვირუსიც ადვილად ერევა. მხოლოდ ყავა საკმარისი არ არის!

3. სახეზე ხელებს ისვამთ

ადამიანების უმეტესობას აქვს ჩვევა სახეზე ხელი მოისვას როცა ფიქრობს ან რამეს ელოდება. მოიშორეთ თითები.

4. არასწორად იყენებთ სადეზინფექციო საშუალებას

სადეზინფექციო ხსნარი მხოლოდ მაშინ გამოიყენეთ, როდესაც: ხელი ჩამოართვით ან გადაკოცნეთ ავადმყოფი,
გამოხვედით ვირუსიანი ადამიანის საძინებლიდან, ისარგებლეთ საზოგადოებრივი საპირფარეშოთი,
იმგზავრეთ ავტობუსით/მარშუტკით/მეტროთი/ტაქსით.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS