04 ნოემბერი, 2015
დაამარცხეთ ხურმის საშუალებით უამრავი დაავადება - გიცავთ დაბერებისგან, აყუჩებს ტკივილს
მხოლოდ გვიან შემოდგომასა და ზამთარში შეგიძლიათ მიირთვათ ეს სასარგებლო ხილი. სასარგებლო ვიტამინების შემცველობით, ხურმას ციტრუსის შემდეგ მეორე ადგილი უჭირავს.

ხურმა მდიდარია ნახშირწყლებით, გლუკოზითა და ფრუქტოზით. შეგმატებთ ენერგიას. შესანიშნავია დიეტური და სამკურნალო კვების დროს.

შეიცავს ბევრ იოდს, რკინასა და ც ვიტამინს. დადებითად აისახება კანის სიგლუვეზე, აფერხებს დაბერების პროცესს. ეფექტურია გონებისა და იმუნიტეტისთვის.

ხილი სასაგებლოა მათთვის, ვისაც გულის დაავადებები და ვარიკოზი აწუხებს. გულ-სისხლძარღვთა დაავადების შემთხვევაში მიირთვით დღეში 2-3 ც ხურმა.

ხურმა დაგეხმარებათ, თუ შარდის ბუშტში კენჭისგან გამოწვეული
ტკივილები გაწუხებთ.

ხურმა ძალიან სასარგებლოა, მათთვის, ვისაც მძიმე გონებრივი დატვირთვა უწევს. კვებავს ტვინს. აუცილებელია თუ დარღვეულია სისხლისმიმოქცევა ტვინში და თავბრუსხვევები გაწუხებთ.

ამასთან გახსოვდეთ, რომ შაქრის მაღალი შემცველობის გამო, ხურმა არ არის რეკომენდებული გაცხიმოვნების ან დიაბეტის შემთხვევაში.

ხურმა ზრდის ადამიანის კეთილდღეობას. ასევე სიმშვიდეს, ბედნიერებას, სინაზესა და სიყვარულს ჰმატებს.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS