01 ნოემბერი, 2015
20 მიზეზი, თუ რატომ არის შაქარი საზიანო - ამის წაკითხვის შემდეგ თქვენი ცხოვრება შეიცვლება
თუ ადამიანს სურს ჯანმრთელი იყოს, პირველი პროდუქტი რაზეც უარი უნდა თქვას - შაქარია.

წიგნის "ცხოვრება შაქრის გარეშე" ავტორი, ექიმი ნენსი ეპლტონი გთავაზობთ ჩამონათვალს, თუ რატომ არის შაქარი საზიანო:

1. შაქარი ადაბლებს იმუნიტეტის დონეს.

2. იწვევს მინერალური ცვლის დარღვევას.

3. იწვევს გაღიზიანებას, შფოთს, ყურადღების დარღვევას.

4. ეცემა ბაქტერიულ ინფექციებთან ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა.

5. ხელს უწყობს მკერდის, საკვერცხეების, მსხვილი ნაწლავის, პროსტატის, სწორი ნაწლავის კიბოს წარმოქმნის რისკს.

6. ზრდის გლუკოზისა და ინსულინის დონეს.

7. აჩქარობს ასაკობრივი ცვლის პროცესებს.

8. იწვევს კარიესს.

9. იწვევს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებებს.

10. ახდენს ბრონქული ასთმის პროვოცირებას.

11. ხელს უწყობს სოკოვანი დაავადებების წარმოქმნას.

12. შესაძლოა გამოიწვიოს გაფანტული სკლეროზი.

13. ხელს უშლის ზრდის ჰორმონის გამომუშავებას.

14. იწვევს არტერიული წნევის მატებას.

15. იწვევს თავის ტკივილს.

16. შესაძლოა გამოიწვიოს დიაბეტი.

17. ხელს უწყობს ნაოჭების ნაადრევად წარმოქმნას.

18. ხელს უწყობს კატარაქტის გაჩენას.

19. შეუძლია დნმ-ის სტრუქტურის დარღვევა.

20. ამცირებს ფერმენტების ფუნქციურ აქტივობას.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მანანა
ბევრი რამე მართალი ბევრი სისულელეა
12:36 / 05-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS