31 ოქტომბერი, 2015
თაფლისა და ლიმონის სამკურნალო კისელი - თავიდან აიცილეთ გაციება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში
კისელი წმენდს ორგანიზმს, ზამთრის ცივ დღეებში აძლიერებს იმუნიტეტს, ასევე გაგანთავისუფლებთ ზედმეტი კილოგრამებისგან.

დაგჭირდებათ:

1 ლ წყალი, ლიმონი, შაქარი, 5 კოვზი კარტოფილის სახამებელი, 100 გრ თაფლი.

ლიმონის კანს დაასხით ცხელი წყალი, გააჩერეთ ნახევარ საათს. ამის შემდეგ ამოიღეთ ლიმონის კანი, დაუმატეთ შაქარი გემოვნებით და წამოადუღეთ. დაუმატეთ წინასწარ გახსნილი სახამებელი. კვლავ წამოადუღეთ, გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ 3 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, თაფლი და გააგრილეთ.

კისელი შეგიძლიათ მიირთვათ.

თაფლისა და ლიმონის კისელი არამარტო სისხლძარღვთა სისტემისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემებს მოგიგვარებთ,
არამედ სასარგებლოა გაციებისა და ანთებითი პროცესების პროფილაქტიკისთვის - შემოდგომა-ზამთრის პერიოდში.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS