თეთრი თიხა - ჩინეთში აღმოჩენილი ეს იშვიათი თიხა, თავის მოვლის თითქმის ყველა საშუალებაში შედის, რომლებიც ცხიმიანი კანისთვის გამოიყენება. ეფექტურად წმენდს და კვებავს კანს. გაგიქრობთ ნაოჭებს, რეკომენდებულია მთელი ტანისთვის, მოგიყვანთ ტონუსში. სასარგებლოა დაზიანებული თმისთვის.
ცისფერი თიხა - კვლევების თანახმად, ეს თიხა ყველაზ ე ახლოსაა ადამიანის ბიოლოგიურ ველთან, შესაბამისად ყველაზე უკეთ ზემოქმედებს ადამიანის კანზე. რეკომენდებულია ნორმალური კანისთვის. გაგანთავისუფლებთ ცელულიტისგან. მოგიხსნით
მწვანე თიხა - გამოიყენება ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის. ასუფთავებს, კვებავს, ჭიმავს კანს, მოგიხსნით ანთებით პროცესებს. ასევე გამოიყენება თმის მოვლისთვის.
წითელი თიხა - ეფექტურია ალერგიული კანისთვის. კვებავს კანს საჭირო მინერალებით და აქრობს გამონაყარს სახეზე. გამოიყენება მშრალი კანისთვის. აუმჯობესებს სისხლისმიმოქცევას. ასევე კარგია ორგანიზმში რკინის ნაკლებობის დროს.
ვარდისფერი თიხა - ეს თიხა, წითელი და თეთრი თიხების ნარევით მიიღება. განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალი კანისთვის, თუმცა გამოიყენება ნებისმიერი ტიპისთვის. კარგად კვებავს და ატენიანებს, ებრძვის ნაოჭებს.
ყვითელი თიხა - მდიდარია კალიუმითა და რკინით. სასარგებლოა ცხიმიანი და მოშვებული კანისთვის. ფართოდ გამოიყენება ცელულიტის მოსაშორებლად და გასახდომად. მისი უნიკალური მინერალური შემადგენლობით ანიჭებს თმას ბზინვარებას.
შავი თიხა - უმეტესად ცხიმიან კანს უხდება. ეფექტურია ფერსმჭამელებისა და მუწუკების მოსაშორებლად. ებრძვის ანთებით პროცესებს, კვებავს და ჭიმავს კანს. აქვს ანტიცელულიტური ფუნქცია.
ანა ვერძაძე