30 ოქტომბერი, 2015
შოკისმომგვრელი ვარჯიში - "მუცლის ვაკუუმი" - ბრტყელი მუცელი გარანტირებული გაქვთ
"მუცლის ვაკუუმი" ყველაზე ეფექტური საშუალებაა მუცლის შიდა კუნთების გასავარჯიშებლად და ბრტყელი ფორმის მისაღებად.

სავარჯიშო რაც შეიძლება ხშირად, კვირაში მინიმუმ 5-ჯერ მაინც უნდა შეასრულოთ.

უნდა შეეგუოთ, რომ მუცლის განივი კუნთები მუდამ დაჭმული უნდა გქონეთ, რამდენიმე კვირის შემდეგ ტონუსში მოვა და აღარც დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ.

1. საწყისი პოზიცია
- დაწექით ზურგზე, დაიჭირეთ ხელები სხეულის გასწვრივ, მუხლებში მოხრილი ფეხებით იატაკზე დადექით, კუნთები მოადუნეთ. ნელა ამოისუნთქეთ, ისე რომ ამით კუნთები არ დაძაბოთ.

2. როცა ფილტვებს ჰაერისგან გაანთავისუფლებთ
, რაც შეიძლება მაგრად დაჭიმეთ
მუცლის კუნთები და დააფიქსირეთ 10-15 წამს. შემდეგ მცირე ამოსუნთქა გააკეთეთ.

3. ამოსუნთქვისას არ მოადუნოთ მუცელი. კვლავ დაჭიმეთ და ისევ 10-15 წამს დააფიქსირეთ. ასე პრესის კუნთებს დაამუშავებთ. თუ სუნთქვის შეკავება ძალიან გაგიჭირდათ შეგიძლიათ მცირე ამოსუნთქვები აკეთოთ.

4. ამოისუნთქეთ, მოადუნეთ მუცელი და შეწიეთ რაც შეიძლება მაგრად, მეტი ძალისხმევა გადაიტანეთ პრესზე. შემდეგ მუცელი მაღლა წამოწიეთ ისე რომ არ ისუნთქოთ.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS