29 ოქტომბერი, 2015
3 ყველაზე გავრცელებული მითი ბოტოქსის შესახებ - რჩევები ქართველი ვარსკვლავებისგან
მართალია ბოტოქსი ბოტულიზმის ტოქსინით მზადდება, მაგრამ უსაფრთხოა
მითი 1: ბოტოქსს მხოლოდ ქალები იკეთებენ. 

რეალობა: თავიდან უცხოეთშიც ეგონათ, რომ მამაკაცს ბოტოქსი არ უნდა გაეკეთებინა, დღეს ინიექციის მომხმარებლების 50% კი კაცები არიან. საქართველოში თავის მოვლის კულტურამ ნელ-ნელა წინა პლანზე წამოიწია და ესთეტიკის ცენტრების სტუმრები მამაკაცებიც ხშირად არიან.

მითი 2: ბოტოქსმა შეიძლება მოგკლათ!

რეალობა: ბოტულიზმი მწვავე ინფექციურ-ტოქსიკური დაავადებაა. მას იწვევს ბოტულიზმის ბაცილა, რომელიც ცხოველებსა და თევზებში ცხოვრობს. ბოტულიზმის შეყრის დროს პაციენტი პარალიზებული ხდება და კვდება, რადგან მისი მდგომარეობა მკურნალობას არ ექვემდებარება. მართალია
ბოტოქსი ბოტულიზმის ტოქსინით მზადდება, მაგრამ უსაფრთხოა. იმისთვის, რომ ბოტულიზმით დაავადდეთ, ბაქტერიის
შემცველი ხორცი უნდა ჭამოთ.

მითი 3: ბოტოქსი ნერვულ აშლილობებს იწვევს!

რეალობა: თავდაპირველად ბოტოქსს ნერვული სისტემის სამკურ ნალოდ იყენებდნენ, შესაბამისად, შეუძლებელია ის ნერვული დაავადებების მიზეზი გახდეს. ჩვენ ცნობილი ქალბატონების აზრითაც დავინტერესდით, იყენებენ თუ არა ისინი ბოტოქსს...

ეკო ფანგანი:
- ბუნებრივად თეთრი კანი მაქვს. ბავშვობიდან ვირუჯებოდი, მზე რომ მანათებდა შუბლს ვკრავდი, ამიტომ 18 წლიდან მიმიკური ნაოჭი გამიჩნდა. ასაკის მატებასთან ერთად ნაოჭები ღრმავდება, გადავწყვიტე დროულად მიმექცია ყურადღება და წარბებს შორის ბოტოქსი გავიკეთე. შარშან პირდაპირ ეთერში გავაშუქეთ ეს პროცედურა. გაშეშებულ მიმიკას არ მივესალმები. პარადოქსია, მაგრამ თუ ინიექციის დოზას გადააჭარბებთ, დაბერებული მზერა გექნებათ. დედაჩემი ამბობს, რომ არასდროს მიმართავს გამაახალგაზრდავებელ საშუალებებს, შვილიშვილები მყავს და ბებიას უნდა ვგავდეო. 

ხშირად ბოტოქსი და ფილერები ერთმანეთში ერევათ.
ფილერი ავსებს სახისმიერ ჩაღრმავებებს, ბოტოქსი კი დროებით აუქმებს კუნთს. ფილერები უმეტესწილად გამოიყენება ტუჩის კუთხეებში და განკუთვნილია ღრმა ნაოჭებისთვის.
ყველა ქალს ვურჩევ გაიხანგრძლივოს ახალგაზრდობა.

ვერ ვიტყვი, რომ სიბერე მაშინებს, მაგრამ უსიამოვნო განცდას მიჩენს. მოხუცებულობას თან სდევს ჯანმრთელობის პრობლემები, ცხოვრების სტილის შეცვლა და ბოლოს სიკვდილიც. მიუხედავად ამისა, ასაკოვან ხალხთან ურთიერთობა მიყვარს. ძალიან საყვარლები არიან.ჩვენ ცნობილი ქალბატონების აზრითაც დავინტერესდით, იყენებენ თუ არა ისინი ბოტოქსს...

კრისტი ყიფშიძე:
- ჩემი ნაოჭები მიყვარს... მართალია, ჯერ მხოლოდ მიმიკური ჩაღრმავებები მაქვს, მაგრამ არც ასაკში ვაპირებ ბოტოქსის გამოყენებას. ცხოვრების ყველა ეტაპს თავისი ხიბლი აქვს, ნაოჭებს კი - თავისი დრო. გენეტიკა ხელს მიწყობს და კანი ადვილად არ მიბერდება. თავის მოვლის საშუალებების არჩევის დროსაც უპირატესობას ნატურალურ პროდუქტს ვანიჭებ. ვიკეთებ მარწყვის ან თაფლის ნიღბებს. ეს მიმიკურ ნაოჭებსაც ებრძვის. იმისთვის, რომ გვიან მოხუცდეთ, სულ კარგ ხასიათზე უნდა იყოთ. პოზიტივი, პირველ რიგში, სახეზე აისახება.

თათული ღვინიანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS