28 ოქტომბერი, 2015
რამდენად სასარგებლოა ხილის კანი - დიეტოლოგების რჩევა გაგაოცებთ
როგორც გაირკვა, ხილის კანის ხილზე არანაკლებ სასარგებლოა და უმჯობესია კანიანად მიირთვათ.

ვაშლი
ამერიკელი დიეტოლოგების მტკიცებით, თუ ვაშლს კანიანად მიირთმევთ, ეს მკერდის, ღვიძლისა და ნაწლავის კიბოსგან დაგიცავთ.

ბანანი
ბანანის კანი სწრაფად მოგიხსნით შეშუპებასა და სილურჯეს. უბრალოდ დაიდეთ ბანანი შიდა კუთხით დაზიანბულ ადგილზე. ხოლო თუ ბანანის გამხმარ კანს საჭმელს შეურევთ, გაგანთავისუფლებთ ნაწლავური ჭიებისა და სახსრების ტკივილისაგან.

საზამთრო
საზამთროს გამომშრალი კანი, შესანიშნავი მკურნალია კოლიტისა და კუჭის ანთების დროს. ამისათვის მოამზადეთ ნაყენი: 200 გრ საზამთროს კანის ფხვნილს დაასხით ცხელი
წყალი და გააჩერეთ. დალიეთ ნახევარი ჭიქა, დღეში 4-ჯერ.

კივი
კივის კანი 3-ჯერ მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს, ვიდრე თავად კივი. გარდა ამისა, ებრძვის კუჭის ბაქტერიებს.

ციტრუსი
ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით სავსეა ფორთოხლისა და ლიმონის წვენიც. ეს არეგულირებს კუჭის მუშაობას. ლიმონის კანი მდიდარია ეთერზეთებით, ორგანიზმში მოხვედრისას კი ქოლესტერინის დონეს საგრძნობლად ამცირებს.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS