27 ოქტომბერი, 2015
10 წესი მოვლილი ქალისთვის - გაუფრთხილდით ფრჩხილებს და დაემშვიდობეთ მავნე ჩვევებს
თუ შემდეგ მარტივ რჩევებს გაითვალისწინებთ, თავიდან აიცილებთ ზედმეტი ფულის ხარჯვას ფრჩხილების მოვლისთვის.

1. სწორი ფორმა

მოკლე ფრჩხილები ხშირად გრძელზე მოვლილად გამოიყურება.

2. თანაბარი სიგრძე

არათანაბარი ფრჩილის სიგრძე ცუდი შესახედია, ამიტომ ეცადეთ გაათანაბროთ.

3. ფრჩხილების გასუფთავება

ვიდრე ლაქს წაისმევდეთ, აუცილებლად მოიშორეთ ზედმეტი ცხიმი და ჭუჭყი.

4. თხელი ფენა

ლამაზი ლაქის მთავარი საიდუმლო თხელი ფენაა. ეცადეთ 3-ჯერ გადაისვათ. რაც უფრო ნაკლებად ეხება ფუნჯი ფრჩხილს, ლაქი ვიზუალურად მით უფრო უკეთესი გამოდის.

5. ლაქი, რომელიც სწრაფად შრება

იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როცა ნამდვილად ძალიან გეჩქარებათ,
ნუ წაისმევთ ლაქს, რომელიც სწრაფად შრება. ეს ლაქი ჩვეულებრივ ლაქზე ადრე ფუჭდება.

6. გადაისვით ახალი ფენა

ყოველდღე უფერული ლაქის ახალი ფენის გადასმა, სალონში თქვენს ვიზიტს გადადებს და ლაქს დიდხანს შეგინარჩუნებთ.

7. გამოიყენეთ ფრჩხილის სახეხი

როცა ლაქი მოშორებას დაიწყებს, შეგიძლიათ კუთხეები ფრჩხილის სახეხით დაიხეხოთ, რაც დეფექტს ეფექტურად დაფარავს.

8. არ გაიქლიბოთ სველი ფრჩხილები

გაიქლიბეთ მხოლოდ მშრალი ფრჩხილები, მხოლოდ ერთი მიმართულებით, რათა არ მოხდეს ფრჩხილის ბოლოების დაყოფა.

9. გამოიყენეთ ხელთათმანები

სახლის საქმეების დროს აუცილებლად გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები. ქიმიურ საშუალებებთან შეხება ცუდად აისახები თქვენს მანიკიურზე.

10. დაემშვიდობეთ მავნე ჩვევებს!

თუ ფრჩხილის ჭამის მავნე ჩვევა აგეკვიატათ, დროა დაემშვიდობოთ. ეცადეთ ყოველ 3 თვეში ერთხელ ფრჩხილი სალონში გაიკეთოთ. თუ 12 კვირის განმავლობაში შეძლებთ თავი შეიკავოთ, ამ მავნე ჩვევისგან სამუდამოდ განთავისუფლდებით.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS