1. დამატენიანებელი კრემი
კარგი მაკიაჟი, კარგი დამატენიანებელი კრემის გარეშე წარმოუდგენელია. კრემი არამარტო ატენიანებს და აგლუვებს კანს, არამედ ეხმარება მაკიაჟს თანაბრად გადანაწილდეს თქვენს სახეზე.
2. კორექტორი
იდეალური კანი იშვიათობაა, ამიტომ ქალების უმრავლესობას ვურჩევთ თან კორექტორი ატარონ. ეს მომენტალურად დაფარავს მუწუკებს, სიშავებს თვალების გარშემო და ნებისმიერ სიწითლეს.
3. პუდრა
თუ კარგი კანი გაქვთ და არ გაწუხებთ გამონაყარი, ტონალურის გარეშეც გაუმკლავდებით. შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ პუდრა, რაც ზედმეტ ცხიმოვან ბზინვარებას
4. სალფეტკი
რამდენიმე საათის შემდეგ, მშრალი კანიც კი პრიალებს, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში. ამიტომ, ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად აუცილებლად ატარეთ სპეციალური სალფეტკი.
5. თერმული წყალი
ზაფხულის დღეებში, კანისთვის ეს ნამდვილი მაშველია. არბილებს და ატენიანებს კანს, ამასთან არც მაკიაჟი მოგშორდებათ.

6. ჰიგიენური პომადა ან ტუჩის დამარბილებელი ბალზამი
ტუჩის დამარბილებელი უფერული ბალზამის ტარება, არა მხოლოდ ზამთარში, არამედ ზაფხულშიც მნიშვნელოვანია, რაგდან იცავს მგრძნობიარე კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. ასევე არბილებს კანს და პომადაც თანაბრად გადანაწილდება.
7. მშვიდი ფერის პომადა
აუცილებლად იქონიეთ კლასიკური, არამყვირალა ფერის პომადა, რომელიც ნებისმიერ სამოსს უხდება.

8. ტუში
ნებისმიერი მაკიაჟი ულაზათოა, თუ წამწამები არ არის აპრეხილი და გამოკვეთილი. ამიტომ შავი ფერის ტუში, ყოველთვის უნდა ატაროთ.
9. ლაქის მოსაშორებელი სალფეტკი
ყველაზე ლამაზი მაკიაჟიც კი ეფექტს კარგავს, თუ უდროოდროს ფრჩხილის ლაქი მოგშორდათ. იმისათვის, რომ მთელი დღის განმავლობაში ფრჩხილების დამალვა არ მოგიხდეთ, აუცილებლად ატარეთ ლაქის მოსაშორებელი სალფეტკები.
ანა ვერძაძე