22 ოქტომბერი, 2015
სახის ჩინური ნიღაბი თაფლით, სახამებლით და მარილით - პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ
ინგრედიენტები:

- 1 ჩაის კოვზი თაფლი;

- 1 ჩაის კოვზი სახამებელი;

- 1 ჩაის კოვზი მარილი.

თაფლი და სახამებელი აურიეთ ერთმანეთს ისე, რომ ერთგვაროვან თეთრ მასად იქცეს. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი (შეგიძლიათ, ჩაანაცვლოთ იოდიზირებული მარილით). კარგად აურიეთ.

თუ ძალიან მშრალი კანი გაქვთ დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი რძე.

ნიღაბი მზად არის და შეგიძლიათ, გადაინაწილოთ რამდენიმე ფენად.

ნიღაბი გაიჩერეთ 25 წუთს, შემდეგ კი ჩამოიბანეთ.

თუ არასასიამოვნო შეგრძნება დაგეუფლებათ, წვას ან ჩხვლეტას იგრძნობთ, ნიღაბი მაშინვე მოიშორეთ.
ეფექტური შედეგის მისაღებად
ჩინური ნიღბის გაკეთება რეკომენდებულია ერთი დღის გამოტოვებით. სრული კურსი 20 დღეს გრძელდება.

ნიღაბი სახის კანს ტონუსში მოიყვანს. ჰმატებს სიჯანსაღეს, ბზინვარებასა და სიგლუვეს.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
inga
Zalian gtxovt mitxarit chems megobars aqvs saxevsashinel mdgomareobashi anteba ver moishora mis magivrad mevmaqvs kompleqsebo.ai chirqianvlaqebs a antebas ra vushveloot0?
05:44 / 28-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS