21 ოქტომბერი, 2015
6 გამაფრთხილებელი სიგნალი, რომელსაც თქვენი ხელები გაძლევთ
თქვენი ხელები მრავლისმთქმელია. არსებობს 6 დაავადება, რომლის შესახებაც ისინი გაფრთხილებენ. მოუსმინეთ სხეულს:

1. გამოვლინება: ბეჭდის კვალი
საშიშროება: ართრიტი ან კიბო

ალბათ გაოცდებით, როცა გაიგებთ რომ არათითზე ნიშნობის ბეჭდის ტარება თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. მართალია ის ძლიერი კავშირის, ერთგულებისა და ოჯახის სიმბოლოა, მაგრამ კიბოს იწვევს. ამას გარდა, კვლევებმა აჩვენა, რომ წყვილები, რომლებიც ბეჭედს მოუხსნელად ატარებენ უფრო ხშირად ავადდებიან ართრიტით, ვიდრე დანარჩეები.

2. გამოვლინება: ხელების კანკალი
საშიშროება: პარკინსონის დაავადება


,,პარკინსონის დაავადება" ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებაა, რომელსაც ავადმყოფი პარალიზებულ მდგომარეობამდე
მიჰყავს. ის პროგრესირდება, თუმცა არც თუ ისე სწრაფად. ამ საფრთხის წინაშე ძირითადად 50 წელს გადაცილებული ადამიანები იმყოფებიან. ,,პარკინსონის დაავადების" ერთ-ერთი გამოხატული სინდრომი ხელების კანკალია. ამ დროს ხელის კუნთების მუდმივ დაჭიმულობასაც გრძნობთ.

3. გამოვლინება: ფრჩხილების ფერის ცვლა
საშიშროება: ღვიძლის დაავადება

ინდოელების ექსპერიმენტის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ღვიძლის ქრონიკული დაავადებების მატარებლებიდან 36%-ს ფრჩხილის ფერი შეეცვალა. ფრჩხილების ფერიცვალება შეიძლება ანემიამ და ჰორმონალურმა დისბალანსმაც გამოიწვიოს.

4. გამოვლინება: ხელის მოჭერის სისუსტე/უუნარობა
საშიშროება: გულის დაავადებები


17 ქვეყნის 40 000 მოსახლე გამოიკვლიეს და აღმოჩნდა, რომ სუსტი ხელებს მქონე ადამიანებს გულის პრობლემები აწუხებთ. თუ ხელებში სისუსტეს გრძობთ და ნივთები გიცვივათ, მიაკითხეთ ექიმს და ფიტნესკლუბს.

5. გამოვლინება: ხელისგულების ხშირი გაოფლიანება
საშიშროება: ჰიპერჰიდროზი


ჰიპერჰიდროზი - თერმორეგულაციის დარღვევა. თერმორეგულაცია განაპირობებს ორგანიზმში ერთი და იგივე ტემპერატურის შენარჩუნებას. ჰიპერჰიდროზის დროს ორგანიზმში გამოიყოფა ჭარბი რაოდენობის ოფლი, შესაბამისად ოფლიანდება ხელისგულებიც.

6. გამოვლინება: თითის ანაბეჭდის სიმრგვალე
საშიშროება: მაღალი წნევისკენ მიდრეკილება


ბრიტანელებმა 200 თითის შესწავლის შემდეგ გამოიტანეს დასკვნა: ადამიანებს, რომლებსაც მრგვალი ფორმის თითის ანაბეჭდი აქვთ ძალიან ხშირად წნევა აწუხებთ.

რადა მახარაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS