17 ოქტომბერი, 2015
სახლში მოსამზადებელი შამპუნების რეცეპტები - სხვადასხვა ტიპის თმისთვის
ცხიმიანი და ნორმალური თმა:

2-3 სადილის კოვზი მდოგვის ფხვნილი გახსენით თბილ წყალში. მიღებული ხსნარი გადაივლეთ თავზე.

შედეგი: თმა გამოიყურება სუფთად, ბრწყინავს და იზრდება მალე.

დაზიანებული თმა

1 სუფრის კოვზი ნებისმიერი შამპუნში, შევურიოთ 1 კვერცხის გული და 1 სუფრის კოვზი ჟელატინის ფხვნილი.
შამპუნი წაისვით სველ თმაზე და გაიჩერეთ 5-10 წუთი. ჩამოიბანეთ კარგად.

შედეგი: თმა გახშირდება და გახდება ლამაზი და ბრწყინვალე.

თმის ცვენისას

თბილი წყალში გახსნილი თეთრი თიხა, თანმიმდევრობით წაისვით სველ თმაზე და დაიმასაჟეთ თმის ძირები რამდენიმე
წუთის განმავლობაში.
ნიღაბი ჩამოიბანეთ თბილი წყლით, რომელშიც გახსნილი იქნება რამდენიმე კოვზი ახალგამოურული ლიმონის წვენი.

მშრალი თმა

1 კვერცხის გულს შეურიეთ ლიმონის ზეთი და ცოტაოდენი შამპუნი. დაიბანეთ თმა მირებული ნარევით და მალე იგრძნობთ სასწაულ შედეგს.

სახლში მომზადებული შამპუნი - გრძელვადიანი გამოყენებისთვის

აფთიაქში შეიძნეთ სპეციალური შამპუნი, რომელიც არ შეიცავს სურნელს.

50 მლ შამპუნს შეურიეთ 20 წვეთი ზეითუნის ზეთი, გლიცერინი საპონი 20 გრ. 1-2 სადილის კოვზი გვირილის ნახარში. 180 მლ. წყალი. თუ ალერგია არ გაქვთ შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი თაფლი ან ალოეს წვენი.

საგულდაგულოდ აურიეთ ყველა ინგრედიენტი და შამპუნი შეინახეთ სპეციალურ კონტეინერში. ვარგისიანობაა, 1-2 კვირა. თუ 1 სადილის კოვზ არაყს დაუმატებთ, შამპუნის შენახვა შეგეძლებათ ერთი თვის განმავლობაში.

კესო ლაღიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS