17 ოქტომბერი, 2015
აისრულეთ სურვილები დაფნის ფოთოლის საშუალებით - დაფნა ბედნიერების, წარმატებისა და გამარჯვების მომტანია
ძველი ბერძნები და რომაელები დაფნას მაგიურ საშუალებად მიიჩნევდნენ, რიტუალებისას იყენედნენ და სჯეროდათ, რომ დაფნა ბედნიერების, წარმატებისა და გამარჯვების მომტანია.

სცადეთ და თქვენც გაიხადეთ წარმატება თქვენი ცხოვრების მეგზურად:

- დაწერეთ სურვილი დაფნის ფოთოლზე და დაწვით - თქვენი ყველა ჩანაფიქრი დროთა განმავლობაში ახდება.

- ოთახში, სადაც ყველაზე დიდ დროს ატარებთ, ყოველ კუთხეში მოათავსეთ თითო ფოთოლი დაფნა - დაფნა ყველა დაავადებას უკუაგდებს.

- დაფნის თან ტარება აგაშორებთ უსიამოვნებებს.

- თუ ძილის წინ ბალიშის ქვეშ დაფნის ფოთოლს დაიდებთ, კეთილი სიზმრები გარანტირებული გაქვთ.

- დაფნის
სურნელი ძალას ჰმატებს მათ ვინც სპორტითაა დაკავებული.

- თუ გსურთ ახლადდაქორწინებულებს ბედნიერი ცხოვრება ჰქონდეთ, ქორწილამდე, გოგონასა და ბიჭის ფეხსაცმელში დაფნის ფოთოლი მოათავსეთ და მთელი ღამის განმავლობაში გააჩერეთ. არ დაგავიწყდეთ დილით მისი ამოღება და გამოხატეთ მადლიერება.

- შემოსასვლელ კარს წითელი ძაფით გასკვნილი დაფნის 5ც ფოთოლი მიამაგრეთ და ამ სახლში მცხოვრებ თითოეულ წევრს, ნებისმიერ საქმეში გაუმართლებს.

- ბავშვის საწოლზე მიმაგრებული დაფნის ყლორტი ბავშვს ავი თვალისგან დაიცავს და მის მშვიდ ძილს უზრუნველყოფს.

- ფულის მიზიდვის რიტუალი: აიღეთ დაფნის ერთი ფოთოლი, დააწვეთეთ ფორთოხლის ეთერზეთი და დადეთ იქ, სადაც დანაზოგს ინახავთ - ფინანსურ წინსვლას მალევე იგრძნობთ.

- ჰიპოკრატე ამტკიცებდა, რომ თუ დაფნის გამხმარ ფოთოლს მშობიარე ქალის საწოლის კიდეზე ჩამოდებთ, ეს მას ტკივილებს შეუმსუბუქებს.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ნინო
თავის ტკივილს შველის.ვცადეე,ამშვიდებს გუნება განწყობას.
15:42 / 15-05-2017
გამოხმაურება / 0 /
tata
ძღაპარიყო, ძღააპარიკო.......
16:16 / 01-11-2016
გამოხმაურება / 0 /
მმმ
მაგის მეტი რა არის ქვეყანაზე ????/?/
00:31 / 22-08-2016
გამოხმაურება / 0 /
შორენა
ძალიან საინტერესოა ცდად ღირს
22:46 / 18-08-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS