ერთ კვირიანი დიეტა საღამოს 7 საათის შემდეგ ჭამას გიკრძალავთ.
დღე პირველი:
საუზმედ მიირთვით გრეიფრუტი ან გრეიფრუტის წვენი. შეგიძლიათ დააყოლოთ რამდენიმე ნაჭერი უცხიმო ლორი და უშაქრო ჩაი. რაციონიდან ამოიღეთ შაქარი და ჩაანაცვლეთ შემცვლელით ან თაფლით.
სადილად გრეიფრუტი და სალათა მიირთვით.
ვახშმად კი მოხარშული ხორცი და მწვანე ბოსტენული.
დღე მეორე:
საუზმედ და სადილად მიიღეთ 1 ც გრეიფრუტი. დღის განმავლობაში ასევე შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშული
კვერცხი, ცოტაოდენი ყველი და ხაჭო, ასევე
დალიეთ ჩაი, ყავა ან გრეიფრუტის წვენი.
დღე მესამე:
საუზმედ, სადილად და ვახშმად - გრეიფრუტი, ცოტაოდენი შვრიის ფანტელი, უცხიმო იოგურტი, ბოსტნეულის ბულიონი და ქათამი.
დღე მეოთხე:
რამდენიმე ცალი გრეიფრუტი, სტაფილოსა და ნიახურის სალათა, ჩაშუშული ბოსტნეული. ღამით შეგიძლიათ დამატებით მიირთვათ 1 ც გრეიფრუტი.
დღე მეხუთე:
ტროპიკული ხილისგან დამზადებული სალათა (გრეიფრუტის ჩათვლით), პომიდვრის წვენი, თევზის ან ქათმის ხორცი, 1 ც შემწვარი კარტოფილი.
მეექვსე და მეშვიდე დღეს:
შეგიძლიათ წინა ნებისმიერი დღიდან კომბინირებულად მიირთვათ რაც გსურთ.
როგორც ხედავთ მადონას დიეტა საკმაოდ მარტივია, ამასთან გემრიელი და სასარგებლო.
კვირაში კი მინუს 4-5 კილოგრამი.
გაითვალისწინეთ რჩევები და მიიღეთ სასურველი შედეგი.
ანა ვერძაძე