14 ოქტომბერი, 2015
გამაახალგაზრდავებელი სახის ნიღაბი, რომელიც მხოლოდ შემოდგომაზეა რეკომენდირებული
ეს ნიღაბი წელიწადში მხოლოდ ორჯერ შემოდგომასა და გაზაფხულზე უნდა გაიკეთოთ - 2 კვირიანი კურსით.

შემადგენლობა:

- 1 სუფრის კოვზი თაფლი;
- 1 სუფრის კოვზი არაჟანი (უმჯობესია ცხიმიანი);
- 50 გრ ხაჭო;
- 1 ც კვერცხი;
- 6-10 წვეთი ლიმონი;
- 1-2 ამპულა ალოე, B1 და B12 ვიტამინი (შეიძინეთ აფთიაქში).

ყველაფერი ერთად კარგად აურიეთ ქილაში და საღამოობით სუფთა კანზე წაისვით. გაიჩერეთ 15- 20 წუთს. ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
ნიღბის შემდეგ არ გამოიყენოთ მკვებავი. პროცედურა 2 კვირას გრძელდება.

კრემი მაცივარში, დახურულ ქილაში შეინახეთ.

ანა
ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
q.q.
ეს კარგია, მე ვცადე და მართლა ზალიან კარგია მაგრამ ადრე ცოტა სხვა შემადგენლობა იყო: ა ვიტამინი 10 წვეთი ბ ვიტამინები 1 ამპულა ალოე არ ყოფილა და კვერცხი მთლიანად, დანარჩანი იგივე. კომენტარში ეწერა მაგარიაოო და მართლა კარგია
11:15 / 20-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ლელა
და ცოტა დაწვრილებით არ შეიძლება? რამდენი გრამი ვიტამინი? კვერცხის ცილა, გული თუ მთლიანად?............ იქნებ მართლა უნდა ვინმეს სცაფდოს.........
15:46 / 16-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS