ექიმები ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ, უბრალოდ გირჩევენ ყურადღება მიაქციოთ კვებას. მიიღეთ - ქიშმიში, გარგარი, ნუში, საზამთრო, თხილი, კაკაო, შოკოლადი, სოკო, პარკოსნები და მწვანე ჩაი. თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, ერიდეთ შემწვარ, შებოლილ, დაკონსერვებულ და მწარე საკვებს. მიირთვით ზღვის პროდუქტები, თევზი, ხორცი, მცენარეული ზეთები.
გაძლიერებული თმის
სასარგებლოა ზღვის მარილი. შეიზილეთ თმაში და გაიჩერეთ 15 წუთს, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
განსაკუთრებით ეფექტურია მწარე წიწაკის, ჩილის შეზელა თმის ძირებში. შედეგს 2 კვირაში მიიღებთ.
სასარგებლოა ეთერზეთებიც, კარგად შეიწოვება თავის კანში, შეიცავს სასარგებლო ნივთიერებების 97 %-ს.
რაც შეეხება თმის შეღებვას, თუ ცხიმიანი თმა გაქვთ ეს პერიოდი საუკეთესოა. ხოლო თუ სუსტი და გამომშრალი თმა - უმჯობესია თავი შეიკავოთ.
საღებავის შერჩევისას ყურადღება გაამახვილეთ შემცველობაზე. უნდა შეიცავდეს აბრეშუმის პროტეინს, სილიკონს, კერატინს და ეთრეზეთებს.
ანა ვერძაძე