13 ოქტომბერი, 2015
რატომ არის საშიში თმის ცვენა განსაკუთრებულად შემოდგომაზე
შემოდგომა თმისთვის საკმაოდ რთული პერიოდია. ამ დროს თმა განაგრძობს ზრდას, მაგრამ აქტიურად ცვივა. თმისცვენა 4 თვეს გრძელდება. მაგრამ თუ თქვენი ორგანიზმი რკინის ნაკლებობას ან ჰორმონალურ ცვლილებებს არ განიცდის, სანერვიულო არაფერი გაქვთ.

ექიმები ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ, უბრალოდ გირჩევენ ყურადღება მიაქციოთ კვებას. მიიღეთ - ქიშმიში, გარგარი, ნუში, საზამთრო, თხილი, კაკაო, შოკოლადი, სოკო, პარკოსნები და მწვანე ჩაი. თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, ერიდეთ შემწვარ, შებოლილ, დაკონსერვებულ და მწარე საკვებს. მიირთვით ზღვის პროდუქტები, თევზი, ხორცი, მცენარეული ზეთები.

გაძლიერებული თმის
ცვენის შემთხვევაში გირჩევთ ხშირად დაიბანოთ თავი - ამ დროს ზედმეტი თმა მოგშორდებათ და პროცესი შემცირდება. შეგიძლიათ გამოიყენოთ თმის მკვებავი საშუალებები.

სასარგებლოა ზღვის მარილი. შეიზილეთ თმაში და გაიჩერეთ 15 წუთს, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

განსაკუთრებით ეფექტურია მწარე წიწაკის, ჩილის შეზელა თმის ძირებში. შედეგს 2 კვირაში მიიღებთ.

სასარგებლოა ეთერზეთებიც, კარგად შეიწოვება თავის კანში, შეიცავს სასარგებლო ნივთიერებების 97 %-ს.
რაც შეეხება თმის შეღებვას, თუ ცხიმიანი თმა გაქვთ ეს პერიოდი საუკეთესოა. ხოლო თუ სუსტი და გამომშრალი თმა - უმჯობესია თავი შეიკავოთ.

საღებავის შერჩევისას ყურადღება გაამახვილეთ შემცველობაზე. უნდა შეიცავდეს აბრეშუმის პროტეინს, სილიკონს, კერატინს და ეთრეზეთებს.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS