12 ოქტომბერი, 2015
სასწაულმოქმედი ნიღაბი შეღებილი თმისთვის - დაივიწყეთ ძვირადღირებული პროცედურები
დაზიანებულ და გამომშრალ თმას ბოლომდე აღადგენს. თუ თმას იღებავთ, შეღებვის შემდეგ კი ცხელი უთოთი ისწორებთ ან იხვევთ, თმა იწვის და უსიცოცხლო ხდება. ნიღაბი დაუბრუნებს თმას ბზინვარებასა და ელასტიურობას.

ნიღბისთვის დაგჭირდებათ 3 სუფრის კოვზი ოროვანდის ზეთი და 2 კვერცხის გული.

ზეთი წყლის ორთქლზე შეათბეთ და დაუმატეთ კვერცხის გული. მიღებული მასა თმის ძირიდან, მთელს სიგრძეზე გადაინაწილეთ. დაიფარეთ პოლიეთილენის პარკი და დუშის საბურავი, ზემოდან შემოიხვიეთ ცხელი პირსახოცი.

ნიღაბი 1 საათს გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ შამპუნით.

ნიღაბს შეგიძლიათ 1 ჩაის
კოვზი A ან E ვიტამინიც დაუმატოთ.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS