გაითვალისწინეთ ნამდვილი ქალის შემდეგი 7 წესი :
1. მონელება
მომნელებელ სისტემას დიდი მნიშვნელობა აქვს. ნაწლავების ჯანმრთელობა, მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელი. ამიტომ უნდა იკვებოთ სწორად. მიირთვით: ხილი, ბოსტნეული, წყალი, მინიმალური რაოდენობით ცომეული და ტკბილეული.
2. წყალი
კანი და წყალი ურთიერთკავშრშია. თქვენი კანის სტრუქტურა წყლის ხარისხზე და რაოდენობაზეა დამოკიდებული. დღის განმავლობაში მიიღეთ 1,5-2 ლ სუფთა წყალი.
3. ძილი
სრულფასოვანი ძილი - მხოლოდ ამ შემთხვევაშია ძილი მკურნალი.
4. გასერინება
ეცადეთ სულ უფრო მეტად იაროთ ფეხით, ხშირად გაანიავეთ ოთახი, სადაც მუშაობთ და გძინავთ. სუფთა ჰაერი ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია.
5. ვიტამინები
ახალგაზრდობასა და სილამაზეს ვიტამინები შგინარჩუნებენ. უკეთესი იქნება თუ მათ ხილისგან და ბოსტნეულისგან მიიღებთ - ფორთოხალი, ლობიო, ისპანახი, ორაგული, ინდაური, ნიგოზი, პომიდორი, შავი და მწვანე ჩაი.
6. სული
სულიერი მდგომარეობა ასევე ნათლად აისახება გარეგნობაზე. თუ შინაგანად ახალგაზრდა ხართ, სახეც ანათებს. დაკავდით საყვარელი საქმით, გიხაროდეთ ყოველი დღის, ხშირად იცინეთ და იფიქრეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
7. ყელი და ხელები
ქალის ასაკს სწორედ ყელი და ხელები გასცემს. სხეულის ამ ნაწილებს ისევე გაუფრთხილდით, როგორ სახის კანს. ნებისმიერი საქმის კეთებისას, ხელთათმანი გაიკეთეთ. ხელის კანს არ უყვარს სიბინძურე, ტემპერატურის ცვლა და ქიმიური ნივთიერებები.
ანა ვერძაძე