09 ოქტომბერი, 2015
ეს აუცილებლად უნდა სცადოთ! ცილის ნიღაბი დაუჯერებელი ეფექტით (+ვიდეოგაკვეთილი)
მეთოდი, რომელზეც ახლა გიამბობთ, ფაქტობრივად უფასო საშუალებაა იმისათვის, რომ სულ მოკლე დროში შეუდარებლად გამოიყურებოდეთ. საკმარისია ნიღბის კვირაში 2-3 ჯერ გაკეთება და ეფექტი აშკარა გახდება! ცხიმიანი კანი, ანთებები, გამონაყარი, - ყველაფერი ეს უკან დარჩება. ცილის ნიღბის განსაკუთრებული ტექნიკის დამსახურებით შენი სახე აბსოლუტურად გარდაიქმნება.

ცილის ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

1 კვერცხი;

ქაღალდის ხელსახოცები ან რბილი ტუალეტის ქაღალდი.

1. გააცალკევე გული და ცილა. ნიღბისთვის მხოლოდ ცილა დაგჭირდებათ, გული კულინარიაში გამოიყენეთ. კარგად ათქვიფე. შეგიძლია ეს ჩანგლით გააკეთო, ან – მიქსერით.

2. წაისვი
სახეზე ათქვეფილი ცილა კოსმეტიკური ფუნჯით. თვალის და ტუჩების ირგვლივ ზონებს ნუ შეეხები, აქ კანი ძალიან ნაზია და შეიძლება შეწითლდეს. შეგიძლიათ ნიღბის დადებამდე ამ ადგილებზე კრემი წაისვათ, რათა მასზე ცილის მოხვედრა აიცილოთ თავიდან.

3. აიღეთ ჩვეულებრივი ხელსახოცი ან ტუალეტის ქაღალდი. ეს გადამწყვეტი მომენტია, რომელიც ნიღბის ჯადოსნურ მოქმედებას განაპირობებს.

4. დაიკარი ხელსახოცები იმ ადგილებზე, სადაც ათქვეფილი ცილა წაისვი.

5. ხელსახოცის ზემოდანაც გადაისვი ცილა. ეს ნიღაბი ნამდვილად ღირს იმად, რომ სულ ცოტა ხნით მუმიას დაემსგავსო, სამაგიეროდ შემდეგ – ანგელოზივით კანი გექნება!

6. დააცადე, რომ გაშრეს ნიღაბი. ამისათვის მხოლოდ 30

წუთი დაგჭირდება! გამშრალ ხელსახოცებს ადვილად აიძრობ კანიდან.

7. პროცედურის შემდეგ დაიბანე სახე თბილი წყლით და წაისვი დამატენიანებელი კრემი. პირველივე გაკეთების შემდეგ, კანი ხავერდოვანი და გლუვი გახდება, წვრილი ნაოჭები გასწორდება, ფორები გასუფთავდება.

პრობლემური კანის მფლობელთათვის ცილოვანი ნიღაბი – ნამდვილი მაშველი რგოლი იქნება. მას ანტიასაკობრივი მოქმედებაც აქვს.

იხილეთ ვიდეოგაკვეთილი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS