09 ოქტომბერი, 2015
მან ფეხები თეთრ სითხეში ჩააწყო, შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა - რძის პედიკური სახლის პირობებში
არსებობს მოსაზრება, რომ ფეხების მოვლა მხოლოდ ზაფხულობითაა აუცილებელი, როცა ღია ფეხსაცმელს ატარებთ. მაგრამ პედიკურის გაკეთება წელიწადის ნებისმიერ დროს აუცილებელია არა მარტო ქალებისთვის, არამედ მამაკაცებისთვისაც. გახსოვდეს! ფეხების ჯანმრთელობა მასზეა დამოკიდებული.

შემოდგომასა და ზამთარში ფეხებს კიდევ უფრო მეტად სჭირდება მოვლა, რადგან თბილ ნასკებსა და ფეხსაცმელში იხარშება, რის გამოც ფეხის დაავადების რისკიც იზრდება.

პედიკური სახლის პირობებში

დაგჭირდებათ:
მოზრდილი თასი;
რძე;
სოდა;
წყალი.

როგორ მოამზადოთ პედიკური რძისგან:

1. პირველ რიგში დაიბანეთ ფეხები, მოიჭერით ფრჩილები და მოიშორეთ ლაქი. ფეხზე ფრჩხილი რეგულარულად
უნდა მოიჭრათ, მაგრამ სასურველია არ მოიჭრათ ძალიან მოკლედ და არ მისცეთ მომრგვალებული ფორმა.

2. დიდ თასში ჩაასხით რამდენიმე ჭიქა თბილი რძე. ჩაუშვით ფეხი ისე, რომ სითხემ ბოლომდე დაფაროს. თუ რძე არასაკმარისია, შეგიძლიათ ცოტაოდენი თბილი წყალი დაუმატოთ. რძის მჟავა ძალიან კარგად მოქმედებს კანზე, არბილებს და ატენიანებს. გააჩერეთ ფეხები რძეში მცირე ხანს, რათა კანი დარბილდეს.

3. თასში ჩაამატეთ ცოტაოდენი სოდა და ქუსლები ხელით დაიზილეთ. სოდა ნატურალური სკრაბის მოქმედებას ასრულებს, მოგაშორებთ კანის მკვდარ ნაწილებს. რძე გაგანთავისუფლებთ კოჟრებისგან და მოგირჩენთ ნახეთქებს. საუკუნეების წინ, სილამაზის რეცეპტებისთვის კლეოპატრაც კი ამ პროდუქტს იყენებდა.

4. პროცედურის დასრულების შემდეგ ფეხებზე წყალი გადაივლეთ და პირსახოცით შეიმშრალეთ.
გახსოვდეთ! ფეხების მოვლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხეულის დანარჩენი ნაწილების.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS