სახის გამწმენდი ყავისა და არაჟნის ნიღაბი - დაივიწყეთ ძვირადღირებული ვიზიტი კოსმეტოლოგთან
ეს ნიღაბი კანის გასაწმენდად გამოგადგებათ. ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ უკვე ანადუღარი ყავის ნალექი და არაჟანი.
ორივე ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ და სახეზე წაისვით, შეგიძლიათ მთელ ტანზეც წაისვათ.
ყავა ფაქიზად და უმტკივნეულოდ აცილებს კანის გარქოვანებულ უჯრედებს, არაჟანი კი კვებავს და ატენიანებს. ამ პროცედურის შემდეგ კანი ნაზი და ხავერდოვანი ხდება.