02 ოქტომბერი, 2015
ლალი ბადურაშვილი: ''შემწვარი კარტოფილი ისე მიყვარს, როგორც პატარა ბავშვს''
საღამოს ჭამას წლებია გადავეჩვიე და აღარც მშივდება მსახიობი ლალი ბადურაშვილი არაჩვეულებრივად გამოიყურება. ვთხვოვეთ ჩვენთვისაც გაეზიარებინა სილამაზის საიდუმლო.

- ქალბატონო ლალი, რა არის თქვენი სილამაზის საიდუმლო?
- ამ კითხვას ხშირად მისვამენ, მაგრამ კონკრეტული პასუხი არ მაქვს, ყველაფერი გენეტიკაზეა დამოკიდებული, თორემ საკმაოდ რთული ცხოვრება მაქვს. სულაც არ გამივლია ისეთი დალხენილი ყოფა, როგორადაც გამოვიყურები, დედაჩემის წინაპრებს კარგი გენეტიკა აქვთ, ყველამ 90 წელს გადააბიჯა და ყველა კარგად გამოიყურებოდა.

- არასდროს გივარჯიშიათ?
- ჩემს ბევრ მეგობარს სახსრები აწუხებს, ამიტომ მათი
მიბაძვით დილით, სანამ საწოლიდან ავდგები, ფეხების ვარჯიშს ვაკეთებ, ხუთი წუთის განმავლობაში ვვარჯიშობ. მგონი, ველოსიპედი ჰქვია იმ ვარჯიშს, რასაც ვაკეთებ. არასდროს მივლია მასაჟებზე, არც ტრენაჟორებზე. მთელი ჩემი ცხოვრება ასე გავიდა. მხოლოდ ახლა ვაქნევ ყოველ დილით ფეხებს (იცინის).

- დიეტაზე არასდროს ყოფილხართ?
- არასდროს ვყოფილვარ დიეტაზე. სკოლის მოსწავლე რომ ვიყავი, პლეხანოვზე 23-ე სკოლასთან ახლოს უგემრიელესი ''პონჩიკები'' იყიდებოდა. მე-11 კლასში ცოტა მოვიმატე. მსუქანი არ ვყოფილვარ, მაგრამ იმაზე მეტი ვიყავი, ვიდრე ახლა ვარ. მერე, ბავშვები რომ გავაჩინე, მალევე ჩავდექი ფორმაში და მას მერე მხოლოდ ორ კილოს ვიმატებ ან ვიკლებ. მთელი ცხოვრება ასე ვარ. ჩემი ერთადერთი საიდუმლო ისაა, რომ საღამოს რვა საათის მერე არ ვჭამ. მანამდე ყველაფერს გეახლებით, რაც მინდა. იგივე შემიძლია ვურჩიო ყველას, საღამოს რვა საათამდე რაც გნებავთ მიირთვით, გინდა კარაქიანი პური და გინდათ ხაჭაპური, მერე უკვე ერთ ნამცეცსაც არაფერს ვჭამ, გამონაკლისი განსაკუთრებული ვახშმის გარდა, მაგრამ ეს იშვიათად ხდება, სტუმრად ხომ ყოველდღე არ დავდივართ. რვა საათიდან მეორე დღის 12 საათამდე არაფერს ვჭამ. საღამოს ჭამას წლებია გადავეჩვიე და აღარც მშივდება.

- არის ისეთი საკვები, რომელზეც უარი თქვით, რადგან ჯანმრთელობისთვის საზიანოა?
- ცხვრის ხორცი არასდროს მიყვარდა და არც ახლა ვჭამ. სხვა დანარჩენს ყველაფერს გემრიელად გეახლებით. შემწვარი კარტოფილიდან დაწყებული, ნამცხვრებით დამთავრებული. შემწვარი კარტოფილი ისე მიყვარს, როგორც პატარა ბავშვს და მასზე უარს ვერ ვამბობ.

- თმის მოვლის რაიმე რეცეპტი თუ გაქვთ?
- ერთადერთ მეთოდს ვიყენებ, შროშანის ნაყენი იყიდება ნებისმიერ აფთიაქში, რომელიც ზეთოვანია. უნდა შეიზილოთ თმაში კვირაში რამდენჯერმე, ეს პროცედურა თმის ცვენას აჩერებს. შროშანის ნაყენს წლებია ვიყენებ. ისეთი თმის ცვენა, რაც ასაკს ახასიათებს, არ მაწუხებს. ჯერჯერობით იმდენი თმა მაქვს, ჩემი ასაკის კიდევ ერთ ადამიანს ეყოფა.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ბადურაშვილი
ეგ ქვრივის ცოლი იყო ნამდვილი ვაჟკაცის ,ქართველი კაცის მეუღლე დიახ თემო ბადურაშვილი იყო ნამდვილივაჟკაცი ბადურაშვილი ყველა ბადურაშვილი ადამიანია დაბოღმილები ნუ სწერთ უაზრო სიტყვებს
16:34 / 24-01-2021
გამოხმაურება / 0 /
მარინა
"ა"-ს იმ "დამსახურებისათვის" გამოჭიმავენ ხოლმე ძვირფასო მკითხველო ამ რაიკომის მდივნის ქვრივს, რომ ამ ვაი-ჟურნალისტთა გონებრივი შესაძლებლობები ამ ანჩხლი და კინტო დედაკაცის ინტელექტს ვერ ცილდება. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს...ლალი ბადურაშვილის "ჰაზრები" თურმე საინტერესო უნდა იყოს საზოგადოებისათვის....
20:32 / 03-03-2016
გამოხმაურება / 0 /
მართლა მაინტერესებს, რა დამსახურებისტვის გამოჭიმავთ ხოლმე ამ ქალბატონის ინტერვიუებს?! რა შექმა ქართულ კინომატოგრაფიაში ან თეატრში? თუ მე ვარ ისეთი უვიცი რომ არ ვიცი
21:49 / 04-10-2015
გამოხმაურება / 0 /
უკამაზესია
ულამაზესი ქალნატონი.ბევრ ბოტოქსინა და სილიკონა ახალგაზრდებს სჯობია.გაიხარეთ
20:02 / 03-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ir ina
ძალიან ლამაზი და კარგი ქალატონია,ეტყობა რომ არ არის შურიანი,ბოროტი,ეს ის თვისებებია რაც აისახება ადამიანის გარეგნობაზე.
20:32 / 02-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS