01 ოქტომბერი, 2015
იდეალური საუზმე - რა უნდა მიირთვათ უზმოზე
უკვე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა საკვებია დაუშვებელი უზმოზე მისართმევად. ახლა კი შემოგთავაზებთ იმ საკვების ჩამონათვალს, რომელიც სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის, კარგად დაგანაყრებთ და მთელი დღის განმავლობაში შეგინარჩუნებთ ენერგიას.


1. შვრიის ფანტელი რძით, ნაკლებად ტკბილი ხილითა და კაკლით. ფაფა შეიცავს შენელებულ ნახშირწყლებს, რაც საჭმლის მონელების პროცესს აუმჯობესებს;

2. მცენარეული ცილები (მეტად სასარგებლო რა თქმა უნდა სეზონზეა, თუმცა ზამთარში გაყინულ მდგომარეობაში შენახულიც გამოდგება). კვერცხის ცილა, თეთრი ხორცი და თევზი, ორგანიზმის მიერ სრულად ათვისებადია. კარგად დაგანაყრებთ, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას;


3.
ხორბლის პურით, ხაჭოთი და მწვანილით მომზადებული ტოსტი. ხაჭო იმავე ცილის შემცველია, ხორბლის პური კი ყველაზე კარგად ინარჩუნებს ვიტამინებსა და მიკროელემენტებს.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS