თანაც, ცხიმი სასარგებლოა ტვინისა და სხვადასხვა ორგანოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ასე რომ, გთავაზობთ 9 ცხიმიან საკვებს, რომელიც ორგანიზმმა აუცილებლად უნდა მიიღოს.
ორაგული - "ბე" ჯგუფის ვიტამინებისა და ცილის საბადო. ცხიმიანი თევზი დანაყრების შეგრძნებასაც დიდხანს შეგინარჩუნებთ და ტვინის მუშაობასაც გააუმჯობესებს. აგრეთვე, თევზის ცხიმი მდიდარია ომეგა 3-ის ცხიმებით. ისინი კი ხელს უშლის ორგანიზმს
სელის თესლი - თუ თევზი არ გიყვართ, აუცილებლად გაამდიდრეთ რაციონი სელის თესლის ზეთით. 1 სადილის კოვზი მხოლოდ 55 კალორიას შეიცავს, მაგრამ მდიდარია უჯრედისით, ომეგა 3-ით, აგრეთვე, სხვა სასარგებლო ცხიმებით.
ყველი - უპირატესობა ჭყინტს კი არა, მაგარ ყველს მიანიჭეთ. გარდა იმისა, რომ 2 სადილის კოვზი გახეხილი ყველი მხოლოდ 45 კალორიასა და 4 გრამ ცხიმს შეიცავს, იგი კალცის საბადოცაა.
ზეითუნის ზეთი - ერთ სადილის კოვზ ზეითუნის ზეთში დაახლოებით 120 კალორიაა და 14 გრამი ცხიმი. იგი უამრავ სასარგებლო ცხიმს შეიცავს და ორგანიზმიდან ცუდი ქოლესტერინის გამოდევნაც შეუძლია. ზეითუნის ზეთი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს და პროფილაქტიკის მიზნითაც.
კვერცხი - მეცნიერებმა რამდენიც უნდა იკამათონ კვერცხის სარგებლიანობა-ზიანობის თემაზე, ადამიანმა კვირაში 3-4 ცალი კვერცხი აუცილებლად უნდა მიიღოს. იგი ფოლიუმის მჟავის საბადოა, აგრეთვე, ბიოტინისა და ქოლინის. კვერცხი აუმჯობესებს ტვინის უჯრედების მუშაობასა და ღვიძლის ნორმალურ ფუნქციონირებას. კვერცხის გული კი ლუტეინს შეიცავს - მთავარ ელემენტს მხედველობის პროფილაქტიკისთვის.
შოკოლადი - კაკაოს მარცვლებში მოიპოვება: ვიტამინები "ა", "ბე", "ე", კალციუმი, რკინა, კალიუმი, ნივთიერება თებროლინი - ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც ანთებით პროცესებს ებრძვის და არეგულირებს წნევას. შოკოლადის დღიური ნორმა
30 გრამს არ უნდა აღემატებოდეს. იგი 150 კალორიასა და 9 გრამ ცხიმს შეიცავს. აირჩიეთ ისეთი შოკოლადი, რომელშიც კაკაო 70 და მეტი პროცენტია. იხილეთ სრულად