30 სექტემბერი, 2015
ლეღვის სასარგებლო თვისებები - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხილი
ეს ლეგენდარული ხილი ეგვიპტიდან მოდის და ჩვ.წ.აღ -მდე 2700 წლით თარიღდება, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტი. ლეღვის მოყვარული სოკრატე მიიჩნევდა, რომ ლეღვის ტკბილი ბოჭკოები ადამიანის ორგანიზმში სასარგებლო ნივთიერებებს მიიზიდავს, საზიანოს კი გამოდევნის.

ლეღვი ხანგრძლივი სიცოცხლისთვის

დიდი ექიმი ავიცენი, მიიჩნევს, რომ ასაკის მატებასთან ერთად რაციონში ლეღვის რაოდენობაც უნდა გაზარდოთ. ხილი შეიცავს ფერმენტებს, მონელების სტიმულატორებს, ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს, 11 სახეობის ვიტამინს, 14 მინერალურ ნივთიერებას და 14 ამინომჟავას. კალცის შემცველობით, ლეღვი სულ ცოტათი ჩამორჩება კაკალს, მაგრამ სანაცვლოდ ვაშლზე მეტ რკინას
შეიცავს. ლეღვი ბლოკავს სიმსივნურ ქსოვილებს და აფერხებს სიბერის პროცესს.

ლეღვი გახდომის საშუალება

ლეღვი ფორმაში მოგიყვანთ. ეს ხილი ორგანიზმიდან ზედმეტი ცხიმის გამოდევნის პროფესიონალია. კარგად აკონტროლებს მადას. ასტიმულირებს ნაწლავებს და გეხმარებათ გახდომაში. თუ გსურთ სხეულის კარგ ფორმაში მოყვანა დააჩქაროთ, საღამოს რაციონში აუცილებლად დაამატეთ ლეღვი ან ვახშმის ნაცვლად მიირთვით.

სამწუხაროდ ლეღვი არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც აწუხებს დიაბეტი, ზედმეტი წონა, დარღვეული აქვს ნივთიერებათა ცვლის პროცესი ან ნაწლავური დაავადებები სტანჯავს.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS