28 სექტემბერი, 2015
როგორ განთავისუფლდეთ მუდმივი, ქრონიკული დაღლილობისგან - 7 სასარგებლო რჩევა
დაღლილობასთან დამოუკიდებლად გამკლავება არც თუ ისე ადვილია - ხშირ შემთხევვაში ჰორმონალური დარღვევის ბრალია და ექიმის ჩარევაა საჭირო. თუმცა ადრეულ სტადიაში შეგიძლიათ, შემდეგ მარტივ ხერხებს მიმართოთ:

1. სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ

ზამთრის მოახლოების მიუხედავად, როცა თბილ ამინდში გასეირნება გინდათ, ქუჩაში დღეში 10 წუთით გაჩერებაც კი ძალიან მნიშვნელოვანია. მზის შუქი და ჟანგბადი ქრონიკული დეპრესიის დაძლევაში ეხმარება.

2. უსმინეთ რითმულ მუსიკას

რითმული მუსიკა სისხლის მიწოდებას აძლიერებს და შესაძლებლობას გაძლევთ ცოტახნით მაინც არ იფიქროთ პრობლემებსა და საქმეებზე.

3. გახურდით

ხანდახან დაღლილობის მოსახსნელად საკმარისია,
რეგულარული გასეირნება თუნდაც სახლთან ახლოს. შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ფიზიკურ დარლილობას განიცდით, მაგრამ ეს მხოლოდ ფსიქოლოგიური გადაღლაა, რასაც ვარჯიში მოგიხსნით.

4. თავის მოვლა

გაიკეთეთ ახალი ვარცხნილობა ან ახალ სამოსში გამოეწყვეთ - ასე გახალისდებით და თუნდაც გამყიდველთან ან კონსულტანტთან ურთიერთობა ძალას შეგმატებთ.

5. დაკავდით დასუფთავებით

თუ გამუდმებით მაგიდასთან ზიხართ, ადექით და დაალაგეთ. ნებისმიერი ქმედება მეტ ძალას შეგმატებთ, ვიდრე ძილი ან სერიალის ყურება.

6. გააკეთეთ ის, რისთვისაც დრო დიდი ხანია აღარ გრჩებათ

გააგზავნეთ ამანათი, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა გაგეზავნათ, ან შეხვდით ძველ მეგობარს, ბოლოს და ბოლოს ამოშალეთ გამოუსადეგარი ტელეფონის ნომრები. რუტინული დღის განრიგიდან რაიმეს მოშორება, სიმსუბუქეს შეგმატებთ და წინ სვლაში შეგიწყობთ ხელს.

7. მიიღეთ სასარგებლო პროდუქტები

როგორც არ უნდა გინდოდეთ დაღლილობისა და გაღიზიანების მოხსნა ფილა შოკოლადით ან ყავით, გახსოვდეთ, რომ ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ სასარგებლო პროდუქტები - კენკრა, ისპანახი, ბოსტნეულის სალათი ან ხილი.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS