28 სექტემბერი, 2015
7 მითი ყავის შესახებ - საზიანო თუ სასარგებლო
მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად პროდუქტებს შორის ყავა კვლავ მეორე ადგილზეა. თუ რამდენად გამართლებულია ეს პოპულარობა, გაგაცნობთ 7 ცნობილ მითს ამ პროდუქტის
შესახებ:

1. მითი: ყავის უარყოფით თვისებებზე

ყავის დალევისას სიამოვნებას იღებთ და ამით ჯანმრთელობას ზიანს სულაც არ აყენებთ. დღეში ერთი ფინჯანი ყავა ადამიანის ორგანიზმზე დადებითად აისახება, გმატებთ ენერგიას, აფართოვებს სისხლძარღვებს. შეიცავს ანტიდეპრესანტ ჰორმონს -სეროტონინს, არეგულირებს ნერვულ სისტემას.

ყავა კიდევ უფრო სასარგებლოა, თუ რამდენიმე ინგრედიენტს დაუმატებთ. მაგალითად: თუ ყავას კარდაონს დაუმატებთ, ეს დადებითად იმოქმედებს გულის მუშაობაზე, შოკოლადი ზრდის
შრომისუნარიანობას, ხოლო ყავა თაფლით საუკეთესოა გაციების დროს.

кофе вред

2. მითი: ყავის შემნახველ ვადაზე

მხოლოდ ახლად მოხალულ ყავას აქვს სასარგებლო თვისებები და არომატი, რომელსაც ნამდვილი გურმანები აფასებენ. ასეთ მდგომარეობაში ყავა მხოლოდ 2 კვირას ინახავს თავს, რის შემდეგაც კარგავს გემოსა და სასარგებლო თვისებებს.

3. მითი ნამდვილ ყავაზე

ყავის სწორად მომზადების საიდუმლო შემდეგში მდგომარეობს: ყავის მარცვალს მაყალზე ხალავენ და სპეციალურ კოლოფებში 7-11 დღის განმავლობაში აჩერებენ. ასე ინარჩუნებს ყავა პირვანდელ არომატსა და გემოს. სწორედ ასეთი ყავაა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო.

4. მითი: ყავის დოზირებაზე

თითქმის ყველაფერი საწამლავი და წამალია - მხოლოდ დოზაზეა დამოკიდებული. არც ყავაა გამონაკლისი. კოფეინი ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, სასუნთქ და გულ -სისხლძარღვთა სისტემას, გმატებთ ხალისს, ენერგიასა და ამაღლებულ განწყობაზე გაყენებთ.
მაგრამ ამავე დროს ყავის ზედმეტი დოზა საწინააღმდეგო ეფექტს გამოიღებს - დაძაბულობისა და დეპრესიისკენ მიჰყავხართ.

5. მითი: საუზმემდე ცხელი ყავის მიღება

მშიერ კუჭზე ყავის დალევა, არც თუ იღბლიანი დღის დასაწყისია. უმჯობესია ყავასთან ერთად მიირთვათ საკვები ან უბრალოდ ორცხობილა, რათა მარილმჟავამ კუჭი არ დაგიზიანოთ.

6. მითი: ძილის წინ ყავის დალევა საზიანოა

Кофе: польза или вред

ყავა მხოლოდ მოკლევდაიან მატონიზირებელ ეფექტს იძლევა, რაც 30-40 წუთის მანძილზე გრძელდება. თუ ყავას საღამოს 8 საათზე დალევთ, დაძინებას კი შუაღამისას აპირებთ, ყავის მოქმედება დაძინებამდე უკვე დიდი ხნით ადრე დაკარგავს ეფექტს.

7. მითი: კოფეინი დამოკიდებულს ხდის

გამოკვლევამ, რომელშიც 40 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას, აჩვენა, რომ ყავაზე დამოკიდებულება გამოწვეულია მემკვიდრეობითი და გენეტიკური მიდრეკილებით.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ზურა
სისულელეებს ნუ წეერთ! ასეთი სტატიებით სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანთ ადამიანს და გადაგიწვავენ კიდეც "ბუდეს" არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ყავა თაფლით, არავითარ შემთხვევაში! ასევე რადავოვი რა ჯანდაბაა თუ "კარდამომს" ანუ იგივე "ილი" სპარსულად და ბერგამოტი --ევროპულად გულისხმობთ ეს სხვაა! ჯანმრთელობის საკითხშიც ყვითელი პრესა როპგორ ხართ -- ჭორის დონეზე რომ ავრცელებთ დაუზუსტებელ ინფორმაციას ?????
17:27 / 13-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS