27 სექტემბერი, 2015
4 გზა კბილების გაყვითლებისგან დასაცავად
ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ კბილები იდეალურად თეთრი უნდა იყოს. ის ბუნებრივად მოყვითალო-მოწითალოა, მაგრამ მოუვლელობის შემთხვევაში და ასაკის მატებასთან ერთად ეს ტონალობები უფრო და უფრო მუქდება. სასმელების უმეტესობა, მათ შორის ყავა, კოკა-კოლა, ჩაი, ალკოჰოლი - კბილების გაყვითლებას უწყობს ხელს. თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს! პარადოქსია, მაგრამ რაც უფრო ყვითელია კბილი მით უფრო ადვილია მისი გათეთრება. შეგიძლიათ მიმართოთ პროფესიონალ სტომატოლოგს ან რამდენიმე ხერხი სახლის პირობებში სცადოთ.

1. შექმენით სწორი კომბინაცია

ალკოჰოლის, გაზიანი სასმელების და ყავის დალევის შემდეგ მიირთვით სტაფილო,
ვაშლი და ნიახური, მათ კბილისჯაგრისის ეფექტი აქვთ. კბილის გათეთრებას მალევე შეამჩნევთ, განსაკუთრებით თუ ყავაზე დამოკიდებული ხართ.

2. სოდა ჯადოსნურია

ერთმანეთში აურიეთ სოდა, კბილის პასტა და წყალი. მიღებული მასით თვეში ერთხელ გამოიხეხეთ კბილები.

3. სწორად შეარჩიეთ ტუჩსაცხი

თქვენ ალბათ გაგიჩნდათ შეკითხვა რა შუაშია ტუჩსაცხი კბილთან. ჭყეტელა პომადა კბილს კვეთს. გამოიყენეთ ბაცი, ღია ტონალობები: ტუჩისფერი, ღია ყავისფერი, ხორცისფერი, ვარდისფერი.

4. გაუფრთხილდით გულს

გულის პრობლემები აზიანებს კბილებს. მოერიდეთ სირბილს და ფიზიკურ დატვირთვას, ზედმიწევნით მიჰყევით ექიმის ინსტრუქციებს. ასევე კუჭნაწლავის დეფექტები უმალ აისახება კბილებზე. არ ჭამოთ კუჭის გამაღიზიანებელი ცხარე კერძები.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ელა
მადლობა რადა
03:02 / 28-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS