24 სექტემბერი, 2015
სასწაულმოქმედი სტაფილოს წვენი – რა დაავადებებს დაამარცხებთ ჯადოსნური სასმელით
ყველასთვის ცნობილია გამოთქმა: „ჭამე სტაფილო და კარგი მხედველობა გექნება“.

სრული სიმართლეა. კაროტინი, რომელსაც სტაფილო შეიცავს, შესაბამისად მისი წვენიც, ძალიან სასარგებლოა მხედველობისთვის. გარდა ამისა მდიდარია A ვიტამინით, კალციუმით, ფოსფორით და რკინით, რის გამოც აუმჯობესებს მადას, საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ამაგრებს კბილებს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ამაღლებს ორგანიზმის მედეგობას ინფექციური დაავადებების მიმართ.

ზოგი დიეტოლოგი სტაფილოს წვენს ახალგაზრდობის ელექსირად მიიჩნევს. თუმცა ბოროტად არც მისი მოხმარება ღირს. ნუ დალევთ ლიტრობით, რადგან ზედმეტმა კაროტინმა შეიძლება სახის ფერი შეცვალოს (გააყვითლოს).

კესო
ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS