18 სექტემბერი, 2015
ნიღაბი დაზიანებული თმისთვის - მოამზადეთ არაჟანი და პირშუშხა
დაგჭირდებათ 1 ძირი პირშუშხა, 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი და ამდენივე არაჟანი.

რეცეპტი:

პირშუშხას ფესვი დახეხეთ და მოათავსეთ კერამიკის თასში.
თასში მოათავსეთ დარჩენილი ინგრედიენტებიც - არაჟანი და მცენარეული ზეთი, კარგად აურიეთ ეს ყველაფერი.

ნარევის წასმა თავის კანიდან დაიწყეთ და მთელს თმაზე გადაინაწილეთ. შემდეგ თავზე დაიფარეთ პოლიეთილენის პარკი და გასათბობად შემოიხვიეთ პირსახოცი.
30-40 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლითა და შამპუნის საშუალებით ჩამოიბანეთ.
საუკეთესო შედეგის მისაღებად ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS