17 სექტემბერი, 2015
იცოდით თუ არა, რომ დღეში 1 ც ვაშლი სიცოცხლეს ახანგრძლივებს
აიოვას უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დღეში 1 ც ვაშლის მირთმევა დაბერების პროცესს აფერხებს.

აღმოაჩინეს ძვლის ზრდისთვის სასარგებლო ცილა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - პროცესი უფრო ეფექტურად მიმდინარეობს ხანდაზმულ ასაკში. ეს ცილა პასუხისმგებელია გენზე, ანვითარებს კუნთოვან ქსოვილებს.
ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ტიპის ცილის შემცირება ხელს უწყობს დაბერებას. კუნთების ტონუსის შესანარჩუნებლად, ყველაზე მარტივი ხერხი ურსულის მჟავას მიღებაა. ვაშლი სწორედ ამ მჟავას შემცველია.
ასეთივე ეფექტს იძლევა პომიდორი, შეიცავს ტომატიდს, რაც ასტიმულის ძვლის კუნთოვან ქსოვილებს, ზრდის მათ ძალასა
და ამტანიანობას.

მეცნიერების თქმით, დღეში ერთი ვაშლი და ერთი მწვანე პომიდორი სიბერესთან საბრძლოლველად სრულებით საკმარისია.

კვლევის ხელმძღვანელი კრისტოფერ ადამსი ამბობს: "თაგვებზე ჩვენმა ექსპერიმენტმა ზუსტად აჩვენა ძვლის ზრდის ეფექტი. რაციონში 0,27% ურსულის მჟავასა და 0,05% ტომატიდის დამატებამ 2 თვეში მღრღნელების კუნთოვანი ქსოვილები 10%-ით, ხოლო კუნთების ძალა - 30%-ით გაზარდა".

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS