შავი მოცხარის ნაყენს იყენებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალოდ.
შეგიძლიათ გააერთიანოთ კენკრის, მალინის, არყის ხის, შავი მოცხარის ფოთლები. აურიეთ და 2 ჩ.კ ნარევს დაასხით 200 მლ ცხელი წყალი. გააჩერეთ 2 საათს, გაწურეთ და დალიეთ ჭამის შემდეგ.
ასევე ასკილის ნაყოფი, მალინის ფოთლები, მოცვი და შავი მოცხარი აურიეთ.
1 ჭიქა ახლად ანადუღარ, ცხელ წყალში ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი ნარევი. დაახურეთ საცობი, შემოახვიეთ პირსახოცი და გააჩერეთ 2 საათს.
სამკურნალო ჩაის მომზადება მხოლოდ ერთი ინგრედიენტით - შავი მოცხარის ფორთლებითაც შეგიძლიათ. 6 ს.კ დაქუცმაცებული ფოთლებს დაასხით 2,5 ჭიქა ცხელი წყალი. გააჩერეთ 1 საათს. გაწურეთ და დალიეთ ნახევარი ჭიქა, დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
ანა ვერძაძე