15 სექტემბერი, 2015
ბრინჯის სასწაულმოქმედი ნიღაბი - სახე 10 წლით გაგიახალგაზრდავდებათ
აღმოაჩინეთ ბრინჯის კიდევ ერთი სასარგებლო თვისება, გამოიყენეთ კოსმეტოლოგიური კუთხით.
ბრინჯი შეიცავს ლინოლეის მჟავასა და ანტიოქსიდანტს, რომელიც ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას. ეს კანის დაბერებას აფერხებს და იცავს მზის ნეგატიური ზემოქმედებისგან.

ბრინჯი მდიდარია E ვიტამინით, იცავს გულს და ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.
თუ იაპონელებს არ ჩავთვლით, ცოტამ თუ იცის ბრინჯის სასწაულმოქმედების შესახებს, როცა საქმე გაახალგაზრდავებას ეხება.
გთავაზობთ მარტივად მოსამზადებელ ნიღაბს სახისთვის - აუმჯობესებს ფერს და აქრობს ნაოჭებს.

შემადგენლობა:

- 3 სუფრის კოვზი ბრინჯი;

- 1 სუფრის
კოვზი რძე;

- 1 სუფრის კოვზი თაფლი.

მომზადების წესი:

გაწურეთ მოხარშული ბრინჯი. ნარჩენი წვენი კი შეინახეთ.
ფაფას დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თბილი რძე და 1 სუფრის კოვზი შემთბარი თაფლი.
ნიღაბი სუფთა და მშრალ კანზე წაისვით. გაიჩერეთ მანამ, ვიდრე ბოლომდე არ გაშრება. შემდეგ ჩამოიბანეთ ბრინჯის ნახარშის წვენით, რომელიც გადაინახეთ.

ბრინჯის წვენი ძლიერი ანტიოქსიდანტების შემცველია. ატენიანებს კანს, აუმჯობესებს სისხლისმიმოქცევას, აშორებს შავ წერტილებს და ხსნის ანთებით პროცესებს.
მისი გამოყენება შეიცლება გარუჯვამდეც, დაატენიანებს კანს და დაიცავს ახალი ნაოჭების გაჩენისგან.

ბრინჯის ნიღბის გაკეთება რეკომენდებულია კვირაში ერთხელ. პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ და გაახალგაზრდავდით 10 წლით.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ჯულია
თაფლზე ალარგია მაქვს. რითი შეიძლება შევცვალო.
18:30 / 08-10-2015
გამოხმაურება / 0 /
თათა
ბრინჯის ნახარშის წვენით ჩამოიბანეთო, რომ წერია, მერე წყლით აღარ უნდა? ასე ვტოვებთ? ან აღარაფერს ვისვამთ?
17:35 / 01-10-2015
გამოხმაურება / 0 /
დალი
3 სუფრის კოვზი ბრინჯი ბევრია, ალბად 1 უნდა ეწეროს, სავსებით საკმარისია , ვცადე ერთხელ და რა ვიცი ცუდი არ უნდა იყოს :) ერთით შედეგი ვერ მიიღება რა თქმა უნდა. ვცდი კიდევ....
17:03 / 19-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS