15 სექტემბერი, 2015
რა შეიცვლება თქვენს ორანიზმში თუ ვაშლის ძმრისა და თაფლის ნარევს დალევთ
სასმელი რეკომენდებულია მათთვის, ვისაც მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს, კუნთების, სახსრების თუ ყელის ტკივილით იტანჯებიან.
რა სარგებელი მოაქვს სასმელს ჯანმრთელობისთვის - თაფლისა და ვაშლის ძმრის ნაზავი კარგად უმკლავდება ინფექციურ პრობლემებს, კარგია პროფილაქტიკისთვის. ანადგურებს ბაქტერიებს.

- იდეალურია ართრიტით დაავადებულებისთვის, ხსნის სახსრების ტკივილის;

- მოგიხსნით გულძმარვას;

- დაგეხმარებათ მონელებაში;

- ამცირებს სისხლის წნევას, წევს ქოლესტერინის დონეს;

- ებრძვის ზედმეტ წონას;

- იდეალურია ყელის ტკივილის დროს;

- შეგმატებთ ენერგიას;

- კანი სუფთა და ელასტიური ხდება;

- დაგეხმარებათ ანთებითი პროცესების დროს;

რატომ უნდა დალიოთ
დღის განმავლობაში არაჯანსაღი საკვების ჭამა და
ჯანმრთელობისთვის საზიანო სასმელების დალევა გიწევთ. რაც არღვევს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს.
საბოლოოდ დაღლილობისა და გულის რევის შეგრძნება არ გასვენებთ.
მაგრამ თუ ყოველ დილით ამ სასმელს დალევთ, გახდებით ენერგიული და ორგანიზმიც გაჯანსაღდება.

სამკურნალო სასმელის რეცეპტი:
1. 1 ჩაის კოვზი თაფლი;
2. 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი (თუ ძმრის გემოს მოთმენას შეძლებთ, გამოიყენეთ 1 სუფრის კოვზი).
3. 1 ჭიქა წყალი.

როგორ დალიოთ:
სასმელი ყოველდღიურად მიიღეთ. დილით, უზმოზე, ჭამამდე 20 წუთით ადრე. თუმცა შეგიძლიათ დღის განმავლობაშიც დალიოთ, როგორც მოგეხერხებათ.

გახსოვდეთ! ფრთხილად იყავით ვაშლის ძმართან, რადგან მისი ზედმეტი რაოდენობა უკუჩვენებას გამოიწვევს. თუ ამ სასმელის მიღებას რეგულარულად და ხანგრძლივად აპირებთ, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

ანა ვერძაძე




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS