ვისაც მოკლე ფეხები აქვს, მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ღვიძლს. სხვა მხრივ კი, დაბალი ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ.
თითების სიგრძე
ქალები, რომელთაც საჩვენებელი თითი უსახელო თითზე გრძელი აქვთ, ზრდასრულ ასაკში ოსტეოართრიტით დაავადების მეტი შანსი აქვთ.
ამ თითების თანაბარი ზომა უფრო ხშირად მამაკაცებს აქვთ. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვეულებრივზე დაბალი ესტროგენი აქვთ. ეს ჰორმონი ძვლოვან დაავადებებს აფერხებს.
მოკლედ,თუ თანაბარი თითები გაქვთ, ან
მკერდის ზომა
თუ გოგონას 20 წლის ასაკში 4 ზომა მკერდი აქვს, დიაბეტით დაავადების საშიშროება ელის.
ჰორმონებთან მიმართებაში მკერდის ცხიმოვანი ქსოვილი ძალიან მგრძნობიარეა და დიდ მკერდიანი ქალების ნებისმიერი ჰორმონალური ცვლილება უარყოფითად მოქმედებს ინსულინზე.
ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ ნორმალური წონა, ჯანსაღად იკვებოთ და იმოძრაოთ.
ფეხის სიგრძე
მოკლე ფეხებიანი კაცები და ქალები სხვებზე მეტად უნდა ზრუნავდნენ ღვიძლზე.
ბრიტანელი ექსპერტების აღმოჩენით, 50-დან 73 სმ-მდე ფეხის სიგრძის მქონე ქალებს უფრო მეტად აწუხებთ ღვიძლის პრობლემები.აქ საქმე ფერმენტებშია, რომელსაც ის გამოყოფს.
თუ არ ხართ მაღალი, მოერიდეთ ალკოჰოლსა და სხვა ტოქსიკურ სასმელებს.
ანა ვერძაძე