15 სექტემბერი, 2015
ნახეთ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება თუ ძილის წინ, 15 წუთის განმავლობაში ამას გააკეთებთ
ძილის წინ შხაპის მიღების შემდეგ მაშინვე საწოლს ნუ მიაშურებთ - 15 წუთი საკუთარ თავს დაუთმეთ. თუ ყველაფერს ისე გააკეთებთ, როგორც სპეციალისტები გირჩევენ, ყოველ დილით უფრო ლამაზი გაიღვიძებთ. ყველაფერი ძალზე მარტივია:

სახე. გამწმენდი კრემით, ცენტრიდან საფეთქლებისკენ მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ. სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ და რბილი პირსახოცით შეიმშრალეთ. შემდეგ სახესა და ყელზე დამატენიანებელი კრემი წაისვით.

თვალები. ასაკის მატებასთან ერთად თვალების ირგვლივ წვრილი ნაოჭები ჩნდება. ნაზი კანის სიგლუვის შესანარჩუნებლად ანტიმჟანგავების შემცველი ქუთუთოების კრემი წაისვით.

ტუჩები. მშრალი კანი ასაქერცლი
კრემის დახმარებით მოიშორეთ და შემდეგ მკვებავი ბალზამი უხვად წაისვით. დილით თქვენი ტუჩები ვარდის ფურცლებივით ნაზი და ხავერდოვანი იქნება.

სხეული. მსუბუქი მოძრაობით სუფთა სხეულზე დამატენიანებელი ლოსიონი წაისვით.

ფეხები და ხელები. ფეხისგულებში ბალახების ექსტრაქტზე დამზადებული დაღლილობის მოსახსნელი ფეხის კრემი შეიზილეთ და შემდეგ ბამბის წინდები ჩაიცვით. თბილ ფეხებზე კრემის დამარბილებელი ეფექტი გაძლიერდება. ხელებზე ხელის კრემი წაისვით და ორივე ხელი ნაზად მანამ დაისრისეთ, სანამ კრემი მთლიანად არ შეიწოვება.

თმა. დაასვენეთ თმაც. ნატურალური ჯაგრისით ყველა მიმართულებით გულმოდგინედ დაივარცხნეთ. ამით სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება. თუ ღამით თმა გეწეწებათ, ატლასის ბალიშისპირი შეიძინეთ.

ძილი. თუ შეშუპებისკენ გაქვთ მიდრეკილება, დაძინებამდე ერთი საათით ადრე ნურაფერს დალევთ. თუ ეს პრობლემა არ გაწუხებთ, საწოლში ერთი ფინჯანი გვირილის ან პიტნის ჩაი დალიეთ. ძილისთვის საუკეთესო პოზიცია ზურგზე წოლაა. დილით სახე დაღარული აღარ გექნებათ.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS