თმაში ვერცხლისფერი ძაფების გაჩენა გენეტიკურადაა დაპროგრამებული. ბუნებაში ჩადებულია, რომ 30 წლის შემდეგ, შეიძლება უფრო ადრეც, ორგანიზმში მცირდება პიგმენტების გამომუშავება, რომლებიც თმის ფერს განსაზღვრავს. თუ ჯანმრთელი ადამიანი წინასწარაა განწყობილი გაღაჭარავებისადმი, ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია. თუმცა თმაში ნაადრევი ჭაღარის შერევა შესაძლოა საერთოდ არ იყოს კავშირში იმასთან, თუ როდის გაჭაღარავდნენ ბებია-ბაბუები.
როგორც წესი, ჭაღარა პირველად თავს საფეთქლების
ასევე, დადგენილია გაჭაღარავების კავშირი ანემიასთან, ნერვული სისტემის დაავადებებთან, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მუშაობასთან, ვიტამინების დეფიციტთან და ჰიპერვიტამინოზთან.
ნაადრევი გაჭაღარავების მიზეზი, მემკვიდრეობის გარდა შეიძლება იყოს ვირუსული (ჰერპესი, სტრეპტოკოკური) და აუტოიმუნური (პერნიციოზული ანემია, ალბინიზმი). ძალიან ხშირად ამის მიზეზი რკინის დეფიციტიცაა. მისი ნაკლებობა თმის გამოფიტვას, ცვენას და ინტენსიურად გაჭაღარავებას იწვევს. ხოლო თუ ორგანიზმს ამ მიკროელემენტების საკმარისი რაოდენობით უზრუნველყოფთ, თმის ცვენა შეჩერდება, გახშირდება და შეიძლება გამუქდეს კიდეც.
მოულოდნელი გაჭაღარავების ყველაზე ხშირი მიზეზი ორგანიზმში ცილათიროზინის უკმარისობაა. ეს ცილა ძირითადად ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში შედის, ამიტომ ჭაღარა ნაადრევად ეწვევათ მათ, ვინც სხვადასხვა მოდური დიეტებით იფიტავს ორგანიზმს. ღარიბი, შეზღუდული კვებითი რაციონის შემთხვევაში ორგანიზმი განიცდის თიროზინისა და სპილენძის მწვავე ნაკლებობას. სწორედ ისინი მონაწილეობენ საღებავი პიგმენტების წარმოქმნაში.
ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა ქალბატონები ხანგრძლივ დიეტაზე ყოფნით დაიკლებენ წონაში და სულ მალე მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემის, ინტენსიური გაჭაღარავების წინაშე დგებიან. ამ მდგომარეობაში ხშირად ვარდებიან ისინი, რომლებმაც ორსულობის პერიოდში მკვეთრად მოიმატეს წონაში და მშობიარობის შემდეგ მოკლე დროში დიეტის დახმარებით დაიკლეს. შედეგად ახალგაზრდა დედა „ბებია“ ხდება - ჭაღარავდება და ინტენსიურად სცვივა თმა.
ანალოგიური პრობლემები ხშირად ვეგეტარიანელებსაც აწუხებთ. როცა საკვები რაციონიდან ცხოველური წარმოშობის ცილებს საშუალო ასაკის და ხნიერი ადამიანები გამორიცხავენ, ეს არ აისახება მათ თმის ფერზე, რადგან ნივთიერებათა ცვლის პროცესები მათში შენელებულია, მაგრამ თუ ვეგეტარიანულ კვებაზე გადადიან ახალგაზრდები, რომელთათვის აუცილებელია ცილოვანი ნივთიერებები, თმასთან დაკავშირებულ პრობლემებს თავიდან ვერ აიცილებენ.
თუ თქვენ გარკვეული მიზეზების გამო პერიოდულად იცავთ ე.წ. ფიტნეს-დიეტას (ვარჯიშის დღეებში ცილების შეზღუდვა), აუცილებლად გემუქრებათ ნაადრევი გაჭაღარავება. ამიტომ აუცილებელია, დიეტისგან თავისუფალ დღეებში მიიღოთ საჭირო რაოდენობით ცილები და სხვა საკვები ნივთიერებები. ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები თმაზე ნელა რეაგირებს, ამიტომ არც ხანმოკლე დიეტას და არც უმნიშვნელო სტრესებს არ შეუძლიათ, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ მდგომარეობაზე. საფრთხე მაშინაა მოსალოდნელი, როცა საქმე მკვეთრად გამოხატულ ხანგრძლივ სტრესებთან, გადამეტებულ დიეტომანიასთან, ვეგეტარიანელობასა და სისტემატურ შიმშილთან გვაქვს.
საბედნიეროდ, ცილებისა და სპილენძის ნაკლებობით გამოწვეული ნაადრევი გაჭაღარავება იოლად შეგვიძლია შევაჩეროთ. მთავარია, როგორც კი შეამჩნევთ თმაში ვერცხლისფერ ძაფს, მიმართოთ ექიმს. სისხლის საერთო ანალიზი ზუსტად აჩვენებს თქვენს ორგანიზმში მიკროელემენტების შემცველობის დონეს, ხოლო კომპეტენტური სპეციალისტის რჩევა ნაადრევ სიბერეს აგაცილებთ.
კესო ლაღიძე