14 სექტემბერი, 2015
კვერცხის ცილა და სახამებელი კანის პრობლემებს სამუდამოდ მოგიგვარებთ
სამუდამოდ განთავისუფლდით პრობლემური კანისგან

რეცეპტი:

- კვერცხის ცილა
- 3-4 წვეთი ჩაის ხის ზეთი (შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერ აფთიაქში)

- სახამებელი

ათქვიფეთ კვერცხის ცილა, დაუმატეთ ჩაის ხის ზეთი, ცოტაოდენი სახამებელი. უნდა მიიღოთ არაჟნის მსგავსი მასა.

წაისვით სახეზე, მოარიდეთ პირისა და თვალების მიდამოებს. გაიჩერეთ 10-15 წუთს, კარგად გამოშრობამდე. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

დაბანის შემდეგ სახე აუცილებლად გაიწმინდეთ ლოსიონით ან ტონიკით, შემდეგ წაისვით კრემი.

ნიღბის გაკეთება რეკომენდებულია ძილის წინ.

ნიღბის კურსი:
3 პროცედურის
შემდეგ 2 დღე შეისვენეთ. გაიკეთეთ სულ 10-ჯერ. ერთი თვის შემდეგ სახის კანი მადლობას გეტყით.

ნიღბის კურსი რეკომენდებულია 3 თვიანი ინტერვალებით.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS