12 სექტემბერი, 2015
საცვლის ტარების 8 სამარცხვინო შეცდომა
როცა ტანსაცმელში ბიუსჰალტერის ბრეტელი მოჩანს, ცუდი სანახავია და სჯობს უბრეტელო ბიუსჰალტერი შეარჩიოთ. ეს სულ სხვაგვარად აჩენს სამოსს.


Rating


2. ყურადღება გაამახვილეთ თეთრზე


თუ თეთრი შარვალი გაქვთ, ნუ ჩაიცმევთ შიგნით თეთრ ტრუსს - ყოველთვის შესამჩნევია; თხელი და მსუბუქი სამოსისთვის ყოველთვის შეარჩიეთ ხორცისფერი საცვალი.

3. მოდა

Rating

რამდნიმე წლის წინ მოდაში შემოვიდა თეთრ მაისურში შავი ბიუსჰალტერის ჩაცმა. დღეს ეს კარგი არჩევანი აღარ არის, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ბიუსჰალტერის ფერს თეთრი თუ შავი მაისურისთვის.



4. ზომა მნიშვნელოვანია

Rating

ბიუსჰალტერის შერჩევისას ქალები ყველაზე ხშირად უშვებენ შეცდომებს.
ზოგი ფიქრობს - "გავხდები", "გამოსწორდება" და ყიდულობენ პატარა ან დიდი ზომის საცვალს. შემდეგში, ბიუსჰალტერის შერჩევისას - აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ზომასა და ბრეტელის სიგრძეს.

5. ნაკლები სინთეთიკა

Rating

გახსოვდეს - ხარისხიანი საცვალი 80 % ბამბას და 20 % ელასტინს უნდა შეიცავდეს. სინთეთიკის საცვალი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის გადადეთ.

6. ბამბა

თუ 100 % -ით ბამბის ტრუსებს ანიჭებთ უპირატესობას, უნდა იცოდეთ ნაკლიც. ასეთი საცვალი მალე ფუჭდება და ფორმას კარგავს. თუ ეკონომია და ჯანმრთელობა ერთდროულად გსურთ, აირჩიეთ საცვალი, რომელიც ბამბის გარდა 20 % ლიკრასაც შეიცავს

7. გამოუცხადეთ ომი სტრინგებს


დღეს გოგონები ხშირად ატარებენ სტრინგებს და იზიანებენ ჯანმრთელობას. სტრინგი სინთეტიკის შემცველია, რაც კანს სუნთქვის საშუალებას არ აძლევს, ამიტომ ბიკინის ზონაში მრავლდება ბაქტერიები. გარდა ამისა წვრილი ზოლი შესაძლოა გენოკოლოგიური დაავადებების მიზეზი გახდეს.

8. მოგესალმებით წარსულიდან

Rating

მსხვილ ნაჭრიანი საცვალი, რომელიც სამოსზე საკმაოდ შესამჩნევი იყო - ძველი დროის გადმონაშთია, იმ დროის სადაც არც სექსი და არც ქალის მოსახერხებელი, ლამაზი საცვლები იყო. საბედნიეროდ დღეს გოგონებს დიდი არჩევანი აქვთ. მთავარი საცვლის სწორი არჩევანია.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS