დიდი თვალები
დიდი ზომის თვალების პირველი მახასიათებელი - ცნობისმოყვარეობაა. არ უყვართ მოწყენა და გასართობს ყოველთვის პოულობენ. ფანტაზიის კარგი უნარი აქვთ და შემოქმედებითი ადამიანები არიან.
პატარა თვალები
პატარა თვალის მქონე ადამიანები - მკაცრი დამკვირვებლები, ყველაფერს აფიქსირებენ და აანალიზებენ. ძალიან ყურადღებიანები არიან გარშემომყოფების პრობლემების მიმართ. ეჭვიანობენ როგორც სიყვარულში, ისე მეგობრობაში. დიდ ყურადღებას უთმობენ წვრილმანებს.
ფორმა
ნუშისებრი თვალები
მისტიკური, ეგზოტიკური, უშუალო და ფრთხილი გამომეტყველების თვალები, ხასიათზეც ამგვარად აისახება. უყვართ კონტროლი
მრგვალი თვალები
აქ ყველაფერი სხვაგვარადაა - არავითარი ლოგიკა და წინდახედულობა. მათ ემოციები მართავს. სარკასტული, იმპულსური და პირდაპირი ადამიანია. ოპტიმიზმით არიან სავსე, არ უყვართ წესების დაცვა. მათი ბედნიერება თავისუფლებაა.
დაშორება
დაახლოებული თვალები -
კარგად ახდენენ კონცენტრირებას ნებისმიერ რამეზე. ხშირად პრობლემებზე ზედმეტი ყურადღების გამახვილება, ხელს უშლის ბედნიერად იცხოვროს. ტემპერატურაზე ცუდად რეაგირებენ. გამუდმებით ან ძალიან ცივათ ან ძალიან ცხელა.
ფართოდ დაშორებული თვალები ქამელეონი, რომელსაც ნებისიერ სიტუაციაში შეუძლია ადაპტირდეს. წვეულებაზე თუ არავის იცნობენ, მაინც არ მოიწყენენ. მოქნილი და პოზიტიური ადამიანები არიან. გარდა ამისა, მსგავსი თვალების მქონე ადამიანებს ძალიან უყვართ კითხვა.
ფერი
თაფლისფერი
ეს ფერი დამოუკიდებელ და კომუნიკაბელურ ხასიათზე მეტყველებს. თავისუფალ დროს უყვართ გულიანად სიცილი და საყვარელ ადამიანთან ერთად კარგი დროის ტარება. ჯიუტი, საკუთარ თავში დარწმუნებული, უყვარს წვეულებები.
ცისფერი
ეს ფერი გაჩვენებთ, როგორია აუღელვებელი და ბედნიერი ქალი. ცისფერი თვალების მატარებელი ქალები სიყვარულში ყველაზე ერთგულები და გულწრფელები არიან. სასიამოვნო, მშვიდი და მეგობრული ხასიათის.
მწვანე
მისტიკური, ცნობისმოყვარე და გამჭრიახი გონების. ნებისმიერი კაცისთვის, არაჩვეულებრივად შეუძლია სექსუალური და მეგობრული პარტნიორის როლის მორგება. საყვარელ ადამიანთან ერთად, გრძნობების მორევში ჩაძირვა მოსწონს და მაქსიმალურ სიამოვნებას იღებს. ერთადერთი ნაკლია - ავადმყოფურად ეჭვიანია.
ნაცრისფერი
ნაზი, ჭკვიანი და მშვიდობისმოყვარე. არ უყვართ კამათი, სკანდალი და საქმის გარჩევები. სიყვარულში ხშირად გონებით და არა გულით ხელმძღვანელობენ.
ანა ვერძაძე