მაგრამ თუ ქალი აფასებს საკუთარ თავს და სურს ლამაზად გამოიყურებოდეს, აუცილებლად გამონახავს დროს თავის მოვლისთვის.
მაშ ასე! გახსენით ბებიების ზარდახშა და გაუმხილეთ ყველას ნამდვილი სილამაზის საიდუმლო.
აიღეთ შავი პური და გაჭერით სამ-ოთხ ნაწილად. დაფშვენით პურის ერთი ნაწილი და დაასხით ცხელი წყალი ისე, რომ დაფაროს. პური ერთგვაროვან ფაფად იქცევა.
თბილი ნარევი წაისვით სველ თმაზე და დაიფარეთ პოლიეთილენის თავსაბურავი. ზემოდან შემოიხვიეთ პირსახოცი.
ნახევარი საათის შემდეგ
შეგიძლიათ შემდეგი ექსპერიმენტიც ჩაატაროთ:
პურის ფაფას დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, კვერცხის გული და თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, ცოტაოდენი ლიმონის წვენი.
დაიბანეთ თავი "ბებიის რეცეპტით" და შედეგი არ დააყოვნებს.
ანა ვერძაძე