09 სექტემბერი, 2015
ინსულტის საწინააღმდეგო ბალახები
სალბის ნაყენი კარგია რეაბილიტაციისთვის. მოამზადეთ სალბის მსუბუქი ნახარში და დალიეთ რამდენიმე ყლუპი დღეში 3 ჯერ. დალევის შემდეგ რეკომენდებულია 1 საათიანი შესვენება.

ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ რამდენიმე მცენარის ნარევის ნახარში. მრავალძარღვა, ათასფურცელა, კრაზანა, კაკალი, მარწყვი, გულყვითელას ყვავილები - ნარევი კარგად ადუღეთ, გააგრილეთ და დალიეთ ჭიქის 1/3 დღეში სამჯერ ჭამის წინ.

ქრისტესისხლა - შხამიანი მცენარეა, მაგრამ თუ სწორი დოზით გამოიყენებთ ეფექტური წამალი დამზადდება. ამ მცენარისგან ამზადებენ ნახარშს - 1 ჭიქა ადუღებულ წყალში ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი ქრისტესისხლას გამხმარი
ფოთლები. ნახარში აუცილებლად გააჩერეთ. დალევა ფრთხილად დაიწყეთ. ჯერ 1 ჩ.კ დალიეთ და თანდათანობით უმატეთ, ვიდრე მაქსიმაოლურ დოზაას -2 სუფრის კოვზს არ დალევთ. ინსულტის შემდეგ დალიეთ ქრისტესისხლას ნახარში ერთი თვის განმავლობაში, დღეში სამჯერ.

დიოსკორეა კავკასიური - ეფექტური წამლის მოსამზადებლად, დაგჭირდებათ ამ მცენარის ფესვები - 100გრ. ფესვებს დაასხით 500 მლ არაყი, 10 დღის შემდეგ გაწურეთ და კვლავ დაასხით არაყი, ისე რომ ნარევის საერთო რაოდენობამ ნახევარი ლიტრი შეადგინოს. მომზადებული ნარევი მცირე დოზით დაუმატეთ ჩაის, წყალს, კომპოტს და ისე დალიეთ - ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი ერთ თვიანია, შემდეგ ერთ კვირას შეისვენეთ. აუცილებელია 4-ჯერ გაიმეოროთ.

ინსულტის დროს - სხეულის სხვადასხვა ნაწილის პარალიჩის შემთხვევაში, რეკომენდებულია ბეგქონდარას ნაყენი. 50 გრ გამხმარ ბალახს დაასხით სპირტი ან არაყი და გააჩერეთ 2 კვირას. ნაყენი გამოიყენეთ სხეულის ცალკეული ნაწილების პარალიზებისას.

ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ ღვიას ნახარში. ჩაყარეთ ფოთლები წყალში და ადუღეთ 20 წუთს. მიღებული სითხე გააჩერეთ რამდენიმე საათს. ეს წამალი არა მარტო პარალიჩის დროს, არამედ შინაგანი ორგანოების სამკურნალოდაც გამოდგება.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS