03 აგვისტო, 2013
ნესვი - ხილი, ბოსტნეული თუ კენკრა
თუმცა ნესვის მოყვარულებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ ის არ უხდება რძის პროდუქტებს და ალკოჰოლს, მისი მირთმევა არ არის სასარგებლო უზმოზე და ასევე, ორგანიზმს არ უხდება დაუმწიფებელი, მკვახე ნესვი. 
ნესვის სამშობლო შუა და მცირე აზიაა, ის ბაღჩეული კულტურაა და გოგრისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ნესვს უყვარს სითბო და სიმშრალე. ნესვი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც ველურ პირობებში არ ხარობს.

აზიიდან ნესვი მალევე გავრცელდა მეზობელ ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში. ცნობილია, რომ ის ძველ ეგვიპტეშიც მო-ჰყავდათ.
XIX საუკუნის შუა პერიოდში უნგრელი
მოგზაური ვამბერნი თავის ჩანაწერებში აღნიშნავდა: „ნესვს არ ჰყავს კონკურენტი არც აზიაში, არც დანარჩენ მსოფლიოში. ევროპელები ბოლომდე ვერ აცნობიერებენ მის საუცხოო, არომატულ გემოს და ღირსებებს, არადა, ნესვი შეგიძლიათ პურთან ერთადაც მიირთვათ“.

ამჟამად ნესვს ძირითადად უმად მიირთმევენ დესერტის სახით. მას ასევე აშრობენ, ამზადებენ მურაბებს, ჯემებს. ესპანელები მიიჩნევენ, რომ ნესვი ძალიან უხდება მათ ეროვნულ კერძს - ლორს, რომელიც ღორის სპეციალური ჯიშებისგან მკაცრი წესების დაცვით გამოჰყავთ.
დადასტურებულია, რომ ნესვი ამაღლებს განწყობას, განდევნის დაღლილობის შეგრძნებას, ხელს უშლის კანის დაბერების პროცესს და უამრავ სასარგებლო ვიტამინს შეიცავს.

თუმცა ნესვის მოყვარულებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ ის არ უხდება რძის პროდუქტებს და ალკოჰოლს, მისი მირთმევა არ არის სასარგებლო უზმოზე და ასევე, ორგანიზმს არ უხდება დაუმწიფებელი, მკვახე ნესვი.

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS