08 სექტემბერი, 2015
სოდა - სილამაზის საიდუმლო
სოდას საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რამდენად ეფექტურია კოსმეტიკური საშუალებისთვის.
იაფად და მარტივად შეიძლება მოუაროთ სახის კანს, სხეულს, თმას.

ნამდვილი ქალი სოდას მრავალმხრივ გამოიყენებს:

1. სახის კანის მოვლა - პილინგი
დაუმატეთ სობა ნებისმიერ სახის გამწმენდ საშუალებას ან გელს და მსუბუქი მასაჟირებით წაისვით სახეზე. ჩამოიბანეთ გრილი წყლით. სოდა მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს, ხსნის ფორებს, არბილებს კანს და გლუვს ხდის.
უხდება მგრძნობიარე კანს.

2. აკნეს მკურნალობა
თბილ წყალში გახსნილი სოდა მოგაშორებთ აკნეს. აშრობს კანს, შეგიმცირებთ
ანთებით პროცესებს და გაღიზიანებას. სოდის ნარევი, ღრმა აკნეს სწრაფად მოსაშორებლად შეგიძლიათ რამდენიმე საათს გაიჩეროთ .

3. ნიღაბი პრობლემატური კანისთვის
2 ს.კ ფქვილს შეურიეთ 1 ჩ.კ სოდა. დაუმატეთ თბილი წყალი და აქციეთ ფაფად. შემდეგ წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 10-15 წუთს და ჩამოიშორეთ თბილ წყალში დასველებული ბამბით. პროცედურა რეკომენდებულია კვირაში ერთხელ.

4. გაისუფთავეთ თმა
სოდა აშორებს თმას ცხიმსა და სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებების ნარჩენებს.
ჩვეულებრივ შამპუნს დაუმატეთ სოდა - 4:1 -ზე და ჩამოიბანეთ თავი. თმა ბზინვარე და რბილი ხდება. სასურველია შეღებილი თმისთვისაც.

5. განიკურნეთ ღრძილების დაავადებებისგან
ღრძილების მკურნალობის შემთხვევაში, სოდას დაუმატეთ წყალი და აქციეთ კბილის პასტისმაგვარ ნარევად. მომზადებული ნარევი ღრძილებზე წაისვით და კბილის ჯაგრისით სათუთად გადაინაწილეთ.

6. უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად
პირის ღრუში არსებული ბაქტერიები დროდადრო მჟავად იქცევა. ეს აზიანებს კბილის ემალს და უსიამოვნო სუნს აჩენს. დღეში რამდენჯერმე გამოივლეთ 1 ჭიქა თბილ წყალში გახსნილი 1 ჩ.კ სოდა. სოდა ასევე მოგაშორებთ უსიამოვნო სუნს იღლიასა და ფეხებზე.

7. მოგიხსნით შეშუპებას
სოდა ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს, ამიტომ ეფექტურია თვალების შეშუპების დროს. ჭიქა წყალს დაუმატეთ 1 ჩ.კ სოდა ან დაუმატეთ ჩაის. დაასველეთ ბამბა და გაიჩერეთ 10-15 წუთს ქუთუთოებზე ან თვალებქვეშ.


ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS